ცნობილი რუსი მსახიობი ვალენტინ გაფტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-ს მეუღლემ, ოლგა ასტრაუმოვამ აცნობა.
ვალენტინ გაფტი МХАТ სკოლა-სტუდიაში ოლეგ ტაბაკოვთან, მიხეილ კოზაკოვთან ერთად სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ ის სხვადასხვა თეატრში. ხოლო სიცოცხლის ბოლომდე კი, “Современник”-ში მოღვაწეობდა.
გაფტის კინემატოგრაფიული კარიერა წარმატებული იყო, თუმცა განსაკუთრებული წარმატება ელდარ რიაზანოვის ფილმებში განხორციელებულმა როლებმა მოუტანეს.
„მე მიყვარს საქართველო. სამწუხაროა, რომ დიდი ხანია არ მითამაშია ქართველები ეკრანზე ან თეატრში. თუმცა, ლავრენტი ბერია სამჯერ ვითამაშე“, — გამოუტყდა გაფტი ქართველ მაყურებელს 2018 წელს თბილისში, თავისუფალ თეატრში გამართულ შემოქმედებით საღამოზე.
კომენტარები