ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მივაღწიეთ ყველამ ერთად. ქვეყნის გაყოფა არის იმ სახიფათო ზღვართან, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საერთო ოპოზიციურ მემორანდუმზე ხელმოწერისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებში ოპოზიციის ერთიანობა არის ის ინსტრუმენტი, რომელმაც პრობლემების მოგვარების ატმოსფერო უნდა შექმნას.
“სამწუხაროდ , ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო საჭირო გახდა ამ წერტილამდე მოსვლა იმისთვის, რომ ყველამ გავიაზროთ წინ რა რეალობა გვემუქრება, თუ ჩვენ ვერ გამოვნახეთ საერთო ენა და ქვეყანა არ ან ვერ გავაერთიანეთ. ოპოზიციის ერთიანობა ამ პროცესში არის ის ფაქტორი და ინსტრუმენტი, რომელმაც ხვალიდან, ზეგიდან უნდა მოიტანოს პრობლემების გადაწყვეტის ატმოსფეროს შექმნა და ამას ჩვენ უნდა მივაღწიოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კომენტარები