NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს”

“ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს”

10 დეკ 2020 პოლიტიკა 468 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს.

ორგანიზაცია ვრცელ განცხადებას ავრცელებს საკითხზე, როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი.

„საქართველო, კონსტიტუციის უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტის გამართული ფუნქციონირება საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის განვითარებისათვის. პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, ის საქართველოს მოსახლეობის არჩევანსა და მის ნებას უნდა გამოხატავდეს. ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.

ოთხმოცდაათი წევრით წარმოდგენილი პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც 100 ან 113 ხმა ჭირდება და ძალიან გართულდება 90 ხმის მობილიზებაც. ასეთი გადაწყვეტილება კი არაერთია“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, მათივე ნობით, აღნიშნულ ვითარებაში პარლამენტი კანონების და გადაწყვეტილებების ნაწილის მიღებასაც ვერ შეძლებს.

„პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ.

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) იღებს კონსტიტუციურ კანონს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში.

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 ხმა) ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით(100 ხმა) ახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) ახორციელებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, თანამდებობის პირების ნაწილთა ადგილები ვაკანტური დარჩება.

„ნდობის ჯგუფი 5 წევრის ნაცვლად, 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ოპოზიციის კვოტას, რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობა ვერ შეავსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორის კონტროლი, რომელიც ტრადიციულად სუსტია, ფაქტიურად ვერ განხორციელდება;

პარლამენტის თავმჯდომარეს 4 მოადგილის ნაცვლად, 2 მოადგილე ეყოლება, რადგან 2 მოადგილე ოპოზიციური ფრაქციებიდან უნდა იყოს არჩეული;

ვაკანტური დარჩება კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობაც, რადგან კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილიდან 1 ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;

საპროკურორო საბჭოში პარლამენტს 2 წევრის ნაცვლად, 1 წევრი ეყოლება, ვინაიდან ერთი წევრი აუცილებლად საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს;

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიის შექმნის საჭიროების შემთხვევაში, მასში 9 წევრის ნაცვლად, 6 წევრი იქნება წარმოდგენილი, რადგან ოპოზიციის უფლებაა 3 წევრი წარუდგინოს პარლამენტს;

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში პარლამენტს 3-ის ნაცვლად, 2 წევრი ეყოლება, რადგან ოპოზიცია ვერ წარადგენს წევრს მისი შემადგენლობიდან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია და ეთიკის საბჭო. ასევე, პარლამენტში დებატები აზრს დაკარგავს.

დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა მინიმუმ ნახევარს უნდა შეადგენდნენ. შესაბამისად, პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არსებობს, დროებითი საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.

პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის ამოქმედებისათვის პარლამენტში უნდა შეიქმნას ეთიკის საბჭო, რომელიც განიხილავს ეთიკის კოდექსის დარღვევებს და მოახდენს დარღვევებზე რეაგირებას. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.

რეგლამენტის თანახმად, დებატებისთვის გამოყოფილი დრო ფრაქციებზე ნაწილდება; ფრაქციას სიტყვისთვის მაქსიმუმ 15 წუთი ეძლევა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება დებატების დრო და ის მხოლოდ უმრავლესობის მიერ აზრის გამოხატვის ფორმას შეიძენს.

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები მხოლოდ უმრავლესობის წევრებით დაკომპლექტდება და ამ დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაამტკიცებენ

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით. ოპოზიციის არ არსებობის შემთხვევაში საპარლამენტო დელეგაცია მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დელეგაციად იქცევა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სავალდებულოდ მოითხოვენ საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის მონაწილეობას, ისევე, როგორც მაგალითად გენდერულ ბალანსს (მაგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი). ქვეყნის მიერ წარდგენილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია კი უფლებამოსილებას მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამტკიცების შემდეგ იძენს. შესაბამისად, ქვეყანას შესაძლოა ოთხი წელი არ ჰყავდეს დელეგაციები მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

TOP პარლამენტი საერთაშორისო გამჭვირვალობა 2020-12-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პარლამენტი საერთაშორისო გამჭვირვალობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რე|ბანკის საახალწლო აქცია დაიწყო

შემდეგი სტატია

“გიგა ბოკერიას პარტია, რომელსაც “ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“”

მსგავსი სტატიები

„განცხადებები, რომ გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელები არ უნდა ყოფილიყვნენ, ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად მიმაჩნია“

„განცხადებები, რომ გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელები არ უნდა ყოფილიყვნენ, ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად მიმაჩნია“

20 დეკ 2018
კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოუგვარდეთ” – სერგეენკო მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება

კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოუგვარდეთ” – სერგეენკო მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2019
პოლიტოლოგი: უკრაინელები გაყვებიან სააკაშვილს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს

პოლიტოლოგი: უკრაინელები გაყვებიან სააკაშვილს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს

01 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge