საიტი bpn.ge აქვეყნებს წერილს: “ვინ ფლობს კომპანიას, რომლის საქმესაც კახა კალაძე პროკურატურაში აგზავნის”, გთავაზობთ ამონარიდს:
“დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის განახლების პროცესში გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს, რის შედეგადაც მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 85 000 ლარით დაზარალდა.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, მოკვლევის შედეგად, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და მას პროკურატურა შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 15 ივნისს დასრულდა. თუმცა, აგვისტოში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა.”
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები