NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ვერ გავიგე, კობახიძე რის აკრძალვას აპირებს”

“ვერ გავიგე, კობახიძე რის აკრძალვას აპირებს”

09 დეკ 2020 პოლიტიკა 615 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ირაკლი კობახიძეს ყოველთვის თავი მოაქვს მაღალი კლასის იურიდიული განათლებით. ალბათ, მის ნებისმიერ ყოფილ პროფესორს თმები ყალყზე დაუდგება, როგორ იურიდიულ ნონსენსს აცხადებს მათი ყოფილი სტუდენტი, – ამის შესახებ “ნაციონალურმა მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს.

“ეს უბრალოდ, სასაცილოა, რადგან ვერ გავიგე, კობახიძე რის აკრძალვას აპირებს. მაგალითად, იმის, რომ ადამიანმა ინტერნეტ სივრცეში სხვა ადამიანებს მიმართოს? თუ როგორ აპირებს, რომ შეზღუდოს კომუნიკაციის სივრცე?! მიხეილ სააკაშვილს არანაირი თანამდებობა არ უჭირავს, მაგრამ ხშირად ესაუბრება ადამიანებს. კობახიძისგან განსხვავებით, ასობით ათას ადამიანს აინტერესებს, რა აქვს სათქმელი მიხეილ სააკაშვილს. აბსურდული განაცხადია, სასოწარკვეთაშია ბატონი კობახიძე და უკვე ენით აღუწერელ სისულელეებს აკეთებს. როდესაც ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” და მიხეილ სააკაშვილზე ასე საუბრობს, ავიწყდება ერთი მარტივი რამ, რომ “ნაციონალურ მოძრაობა” არც მიხეილ სააკაშვილია და არც რომელიმე ლიდერი. „ნაციონალური მოძრაობა“ ასობით ათასი ადამიანია, რომელიც ამ პარტიას წლების მანძილზე მხარს უჭერს. კობახიძე საკუთარ თანამოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებს, ეუბნება, რომ დაჩაგრავს, აუკრძალავს, რომ საერთოდ პოლიტიკური არჩევანი ჰქონდეთ. ეს თუ არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელსაც რაღაც დიალოგისკენ აქვს მოწოდება, მგონი, ყველა ვხვდებით რა გზასაც უნდა, რომ დაადგეს ბატონი კობახიძე. კობახიძე, როგორც ჩანს აჟღერებს “ქართული ოცნების” პოზიციებს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას აუცილებლად დატოვებს. კობახიძის სცენარით “ქართული ოცნება” უბრალოდ კი არ დატოვებს ძალაუფლებას და ოპოზიციაში გადავა, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” წავიდა თავის დროზე ოპოზიციაში – არა, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პოლიტიკურ მოღვაწეობას აუცილებლად დაასრულებს ისე, როგორც დაასრულა ასლან აბაშიძემ და მისმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს და ახალი მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნება” დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე სალომე სამადაშვილი 2020-12-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე სალომე სამადაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტია

შემდეგი სტატია

How to get Dating Sites That Work in Latina America

მსგავსი სტატიები

დავით ბერძენიშვილი – პატარ-პატარა ფრთებს მოიშორებს ივანიშვილი და ბოლოს ჩაიძირება, მას არ შეუძლია კოლეგიური ურთიერთობა

დავით ბერძენიშვილი – პატარ-პატარა ფრთებს მოიშორებს ივანიშვილი და ბოლოს ჩაიძირება, მას არ შეუძლია კოლეგიური ურთიერთობა

03 იან 2019
სამადაშვილი: “ქართული ოცნება” არის ნახევრად კრიმინალური, კორუმპირებული სინდიკატი

სამადაშვილი: “ქართული ოცნება” არის ნახევრად კრიმინალური, კორუმპირებული სინდიკატი

ირაკლი შალიკაშვილი 13 ოქტ 2021
საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია

საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია

ირაკლი შალიკაშვილი 11 თებ 2021

უახლესი ამბები

  • რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი

    რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი

  • ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

    ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge