NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»11 დეკემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის

11 დეკემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის

08 დეკ 2020 პოლიტიკა 675 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

11 დეკემბერს დანიშნულ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

სხდომას დაესწრება ცესკოს თავმჯდომარე. პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იყნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.

პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას დაესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას, ცესკოს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე, პარლამენტის აპარატი განახორციელებს.

პარლამენტის პირველ სხდომაზე, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია აირჩევა.

დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე.

რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, მას უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე უწყდება.

პარლამენტის პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია აღნიშნულ დოკუმენტაციას შეისწავლის და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

თუკი იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა შეწყდება.

კომენტარები

TOP პარლამენტი სალომე ზურაბიშვილი 2020-12-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პარლამენტი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა

შემდეგი სტატია

ინფიცირების დინამიკა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული მანიშნებელია იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები პიკში უკვე გამოჩნდა

მსგავსი სტატიები

გრიგოლ გეგელია: ქვეყნისთვის დაუშვებელია მესამე პრეზიდენტი გარდაიცვალოს

გრიგოლ გეგელია: ქვეყნისთვის დაუშვებელია მესამე პრეზიდენტი გარდაიცვალოს

ნინო ჩხეიძე 12 თებ 2023

პრეზიდენტის რეზიდენციაში უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებისა და პრეზიდენტების საზეიმო მიღება მიმდინარეობს

26 მაი 2018
ცხარე დისკუსია გვქონდა, მაგრამ ოპოზიციამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის

ცხარე დისკუსია გვქონდა, მაგრამ ოპოზიციამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის

ირაკლი შალიკაშვილი 03 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge