NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ მეორემ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ მეორემ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა

08 დეკ 2020 მსოფლიო 483 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ მეორემ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ყარაბაღის ომის შემდეგ ჩვენ განვიცდით ტკივილის, დარდისა და შფოთვის მძიმე დღეებს. მრავალმა მსხვერპლმა, ისტორიული ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ, ომის კატასტროფულმა შედეგებმა და კიდევ უფრო დიდმა საგარეო საფრთხემ მოიცვა ჩვენი სულები და დაარღვია სამშობლოსა და დიასპორის სოლიდარობა, ეროვნული ერთიანობა. შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ და ღრმა შიდაპოლიტკურმა კრიზისმა ჩვენი ქვეყანა ახალი საფრთხეების წინაშე დააყენა.

ეს ვითარება უნდა განიმუხტოს მხოლოდ კონსტიტუციური გზით, ეროვნული სოლიდარობისა და საღი აზრის პირობებში. საგანგაშო მოვლენებამდე ჩვენ ასევე შევხვდით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. საზოგადოებაში მზარდი დაძაბულობის, გარე და შიდა გამოწვევების, ასევე პრემიერ-მინისტრისადმი დაბალი საზოგადოებრივი ნდობის გათვალისწინებით, ჩვენ მამა-შვილურად მოვუწოდეთ მას, უარი თქვას უფლებამოსილებაზე შესაძლო შეტაკებებისა და ტრაგიკული მოვლენების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა გარეგინ მეორემ, რომელმაც დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი ასევე მოუწოდებს სომხეთის პარლამენტს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებით აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი და ჩამოაყალიბოს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქვეყნის პარლამენტს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, მოუსმინოს ფართო საზოგადოების მოთხოვნებს და აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციით და შექმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა“,- განაცხადა გარეგინ მეორემ.

კომენტარები

გარეგინ მეორე ნიკოლ ფაშინიანი სომხეთი 2020-12-08
ნინო ჩხეიძე
Tags გარეგინ მეორე ნიკოლ ფაშინიანი სომხეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი უშიკიშვილი: დასრულდა ეპოქა რომელიც შექმნა თემურ ქევხიშვილმა

შემდეგი სტატია

ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს მიმართავს: დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვლილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა “ქართულ ოცნებაში”

მსგავსი სტატიები

ვენესუელას პრეზიდენტი რუსეთს დახმარებას სთხოვს

ვენესუელას პრეზიდენტი რუსეთს დახმარებას სთხოვს

03 ნოე 2017
ვლადიმირ ზელენსკი:  რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია, იტაცებს სხვა ტერიტორიებს და ემუქრება ევროპას

ვლადიმირ ზელენსკი: რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია, იტაცებს სხვა ტერიტორიებს და ემუქრება ევროპას

ნინო ჩხეიძე 02 ივნ 2021
ამერიკელი პილოტი: თვითმფრინავი თავად ღმერთმა დასვა

ამერიკელი პილოტი: თვითმფრინავი თავად ღმერთმა დასვა

03 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge