NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნიკა მელია: …ის იქნება პუფი

ნიკა მელია: …ის იქნება პუფი

08 დეკ 2020 პოლიტიკა 139 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუკანონებს, მაგრამ თუ მეკითხებით ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ?! – ასე უპასუხა მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებულ შეკითხვას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, არც ერთი ოპოზიციონერი ბარიერგადალახული პარტიიდან პარლამენტში არ შევა.

“მე-10 მოწვევის პარლამენტში, არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ის არც ოპოზიციონერი და არც დეპუტატი არ იქნება, ის იქნება პუფი, უბრალოდ რაღაც ნივთი. ვინმე თუ შევა, ცდუნებას ვერ გაუძლებს და შევა, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი. როგორ წარმოგიდგენიათ, 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ 6-მა ადამიანმა? მე გამოვრიცხავ. მაინცდამაინც თუ გაინეტერესებთ, თუკი მაინც ვინმე შევიდა, ის ვერც დეპუტატი იქნება და ვერც ოპოზიციონერი. შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ. მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, პოლიციის უფროსის, პოლიციის, კანონის, რომ არ დაისაჯოს, აქაც ალბათ ვიღაცებს აქვთ სურვილი, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული. ვერავისზე 100 პროცენტით თავს ვერავინ დადებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუკანონებს, მაგრამ თუ მეკითხებით ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ?!” – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის სამი მთავარი მოთხოვნიდან სამივე უნდა შეასრულოს.

“სამი მთავარი მოთხოვნაა, ერთი ეს არის ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. პირველი ორის გარეშე, მესამეზე მიმდინარეობს საუბარი და პირველი მეორეს გარეშე, მე პირადად მესამე კომპონენტზე საუბარი დროის ფუჭად კარგვა მიმაჩნია. მე არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკაში კამიკაძეებს”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, “ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

TOP ნიკა მელია ოპოზიცია 2020-12-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკა მელია ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გირჩი” პარლამენტში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამსს, რომ არ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 7 ოპოზიციონერი, მათ შორის გიორგი ვაშაძე პარლამენტში შედის

მსგავსი სტატიები

მინიმუმ უხერხულობას ქმნის, როცა ცდილობენ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებულია ძალიან მძიმე ბრალდებებით

მინიმუმ უხერხულობას ქმნის, როცა ცდილობენ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებულია ძალიან მძიმე ბრალდებებით

ირაკლი შალიკაშვილი 28 აპრ 2020
გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება

27 თებ 2018
დავით ზურაბიშვილმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა – “პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ტყუილად არავინ მკითხოთ”

დავით ზურაბიშვილმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა – “პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ტყუილად არავინ მკითხოთ”

ნინო ჩხეიძე 26 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: ბებო

    ლილი ფოფხაძე: ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge