NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით არის მიუღებელი …

გია ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით არის მიუღებელი …

05 დეკ 2020 პოლიტიკა 111 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით არის მიუღებელი არათუ ჩვენთვის, იმ ვითარებისთვისაც, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო, მსოფლიოშია, შექმნილი,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ გუშინ გაკეთებულ შეთავაზებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გადის, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას ამჟღავნებს და ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება.

„ყველაფერი ცნობილია, რასაც ოპოზიცია მოითხოვს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციის მხარდამჭერ საზოგადოებას, გავხედოთ რა ხდება რეგიონში და შევაფასოთ სიტუაცია. პირველი საკითხი, რომელსაც აყენებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები- არჩევნები არ გაყალბებულა, საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას. მეორე მხარეს არის პოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, უკავშირდება კოვიდის გავრცელების ინტერესსა და ეკონომიკურ რყევას, ზუსტად იგივე ინტერესები აქვს კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიერა რეგიონში და კიდევ გეგმავს მომავალ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო აფასებს ამ სიტუაციას და არა მარტო ჩვენ. ნებისმიერი გადახვევა წითელი ხაზიდან, რომელსაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები, არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი საზოგადოების მიმართ, და ეს წითელი ხაზი არ შეიცვლება. წერილობით იქნება ეს წინადადება თუ არ იქნება წერილობით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც ეხება არჩევნებს სტაბილურობას, კოვიდვითარებას და ამის კავშირს იმ ვითარებასთან, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ქმნიან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შეიძლება დავაფიქსიროთ, მაგრამ მთავარი თემა, რაც არის რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით, არის მიუღებელი არა თუ ჩვენთვის, მიუღებელია იმ ვითარებისთვისაც, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარშემო მსოფლიოშია შექმნილი,“- განაცხადა ვოლსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალის ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაანალიზებენ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„მძიმე ტვირთად აწევთ ჩვენს ოპონენტებს, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმ განცხადებების წინაშე, რაც გააკეთეს ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბოლო პერიოდში, ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ოპონენტებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და გაითვალისწინებენ იმ სიტუაციას, რომელიც საქართველოშია შექმნილი და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

არჩევნები გია ვოლსკი ოპოზიცია 2020-12-05
ნინო ჩხეიძე
Tags არჩევნები გია ვოლსკი ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თალაკვაძე: პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი

შემდეგი სტატია

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

მსგავსი სტატიები

ხელისუფლებამ ხმამაღლა და ღიად უნდა ისაუბროს, რა შეიძლება გამოიწვიოს საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ

ხელისუფლებამ ხმამაღლა და ღიად უნდა ისაუბროს, რა შეიძლება გამოიწვიოს საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ

ირაკლი შალიკაშვილი 31 მარ 2020

იულია ტიმოშენკო: ეს პოლიტიკური ტერორია

05 დეკ 2017

კობახიძე: ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე პოზიტიური დასკვნა დამტკიცდება

03 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge