NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

04 დეკ 2020 საინტერესო 440 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“, რომელიც „ავტოსაგზაო შემთხვევების ლაბორატორიის“ სახელითაცაა ცნობილი, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის შვედეთის მეფემ 2000 წელს გახსნა და ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურ ლაბორატორიას წარმოადგენს მსოფლიოში.

სხვადასხვა ტიპის ტესტირებისთვის „ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრში“ დღეში სულ მცირე ერთი ახალი ვოლვო იტესტება, რაც საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით „ვოლვოს“ ლიდერის პოზიციას ამყარებს.

„ვოლვოს“ ინჟინრებს ლაბორატორია საშუალებას აძლევს დეტალურად განიხილონ რეალური ავტოსაგზაო შემთხვევებისგან მიღებული დაზიანებები და რისკები, რათა არავინ დაიღუპოს ან დაშავდეს ვოლვოში.

”ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ და რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და როგორ ზიანდებიან ადამიანები. შემდეგ კი ვამუშავებთ ტექნოლოგიებს, რათა მათ პრევენციას შევუწყოთ ხელი. ჩვენი მთავარი მიზანი საგზაო შემთხვევების დროს მსხვეპლთა რაოდენობის შემცირებაა და მოხარული ვიქნებით, თუ ამ მიზანს მივაღწევთ,” – განაცხადა „ვოლვო ქარსის“ წამყვანი უსაფრთხოების ინჟინერმა თომას ბრობერგმა.

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრის“ ლაბორატორია არის მრავალფუნქციური დაწესებულება, რომელიც ინჟინრებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ საგზაო მოძრაობის სიტუაცია და ამის მიხედვით განავითარონ ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა.

ავტოსაგზაო შემთხვევის სიმულაციის დროს ავტომობილი, ქრაშ-ტესტის მანეკენები და ბარიერები აღჭურვილნი არიან სენსორებით, რომელთა საშუალებითაც ვოლვოს ინჟინრებს შეუძლიათ დეტალურად აღრიცხონ მოვლენების მთელი ჯაჭვი. ათობით ულტრა მაღალი გარჩევადობის კამერა ქრაშ-ტესტს ყველა წარმოსახვითი კუთხიდან იღებს. ფიზიკური ქრაშ-ტესტის დაწყებამდე, მოცემულმა მანქანის მოდელს უკვე გავლილი აქვს ათასობით კომპიუტერული სიმულაციური ქრაშ-ტესტი. ამ ტესტებიდან მიღებულ ყველა მონაცემს ვოლვოს ინჟინრები უფრო უსაფრთხო ავტომობილების შესაქმნელად იყენებენ.

როგორც ცნობილია, მომავალში „ვოლვო“ სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადავა. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში უსაფრთხოების ცენტრი აღიჭურვა და მომზადდა სპეციალურად ელექტრო ავტომობილების ქარშ-ტესტების უსაფრთხოდ შესასრულებლად.

კომენტარები

TOP ვოლვო იუბილე უსაფრთხოება 2020-12-04
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ვოლვო იუბილე უსაფრთხოება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიდის თუ ჩვენ გვაგდებს? – ორი დღე ვერკვევდი მიზეზს და ვერ გავარკვიე, არც ვერსია მაქვს

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკი მომხმარებელს უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსს“ სთავაზობს

მსგავსი სტატიები

sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა

sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა

ირაკლი შალიკაშვილი 13 სექ 2021
„ევროპაბეთი“ ქართული სპორტის კიდევ ერთ სახეობას განავითარებს

„ევროპაბეთი“ ქართული სპორტის კიდევ ერთ სახეობას განავითარებს

ირაკლი შალიკაშვილი 26 თებ 2020

Affordable Essay Writing Guides

ნაგულისხმევად საიტისათვის 17 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge