NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»„ქართული ოცნებისგან“ ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად სრულფასოვან დოკუმენტს ველოდებით

„ქართული ოცნებისგან“ ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად სრულფასოვან დოკუმენტს ველოდებით

04 დეკ 2020 სამართალი 189 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსავლის ხედვასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციონერი ლიდერების ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, თავად ოპოზიციამ მოდერატორებს კრიზისიდან გამოსავლის მათი ხედვის დეტალური დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა კონკრეტულად რა წერია ამ დოკუმენტში, ბოკერიამ ამის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა.

„ჩვენ სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ მიმართულებით, რაც საჯაროდაც ცნობილია და რაც ჩვენთვის არის პრინციპული, რაშიც სიახლე არ არის, ანუ ფუნდამენტურ მიმართულებებზე. ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსვლის ხედვასთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვიტანეთ წერილობით სრულფასოვანი წინადადება და ახლა ველოდებით მათ წერილობით სრულფასოვან პასუხს. თუ რაიმე მინიმალური სურვილი აქვთ ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომ ეძებოს გამოსავალი კრიზისიდან, სწრაფად უნდა დადოს გამოსავალი მაგიდაზე და თავისი სრულფასოვანი შეთავაზება, სწორედ ისე, როგორც ეს გააკეთა ოპოზიციამ.

ამ ეტაპზე მოდერატორების პოზიციაც ეს არის და ისედაც სწორია, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებში არ შევიდეთ, მითუმეტეს, როდესაც ოპოზიციის შეხედულებების ფუნდამენტური მიმართულებები, თუ როგორც უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, უცვლელია,“- განაცხადა ბოკერიამ.

მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს მოდერირების პროცესში გაღებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

2020-12-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ორივე გაჯიუტებული ვართ, ოპოზიციაც და „ოცნებაც“ და ელჩები ცდილობენ, რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ

შემდეგი სტატია

ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე

მსგავსი სტატიები

თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს განიხილავს

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018
თელავის საავადმყოფოში, თავში ნაჯახით მიყენებული ჭრილობებით კაცი მოათავსეს

თელავის საავადმყოფოში, თავში ნაჯახით მიყენებული ჭრილობებით კაცი მოათავსეს

27 იან 2018
მაჭუტაძის პარტიის მიერ ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მაჭუტაძის პარტიის მიერ ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

19 სექ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

    გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

  • არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

    არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge