ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ფასილიტატორების წინაშე „ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინდადებით წარსდგებიან“.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებით ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზე იქნება.
„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო და ამ პირობების დეტალებზე ვისაუბრო, ვიდრე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი არ გააცნობს თავის პოზიციას საზოგადოებას. ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინდადებაა ის, რაც დღეს ოპიოზიციას აქვს მომზადებული. „ქართულ ოცნებას“ თუ სურს ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, ჩვენ მათ ამ წინადადებით ვაძლევთ სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის. ბურთი იქნება „ქართული ოცნების“ მოედანზე და ჩვენთვს ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო გახდეს ჩვენი წინადადებები იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს,რეალურად, ვის სურს დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა და ვის სურს, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრას გამართავენ.
კომენტარები