NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ოპოზიციამ ელჩებს მათი მოთხოვნები წერილობით გადასცა და “ქართული ოცნებისგანაც” წერილობით პასუხებს ელოდებიან

ოპოზიციამ ელჩებს მათი მოთხოვნები წერილობით გადასცა და “ქართული ოცნებისგანაც” წერილობით პასუხებს ელოდებიან

04 დეკ 2020 სამართალი 124 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიცია “ქართული ოცნების” პასუხის მოლოდინშია – ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა შვიდმა პარტიამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობით მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

კონსულტაციებისთვის შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში, რომელიც უკვე დასრულებულია. ლიდერებმა უკვე გააკეთეს პირველი განცხადებები.

“ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორმა ელჩებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ “ქართულ ოცნებას” და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტირებულ პასუხს.

ჩვენი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით არის უცვლელი, ვინაიდან არაფერი ისეთი, რაც ამ პოზიციას შეგვაცვლევინებდა, “ქართული ოცნებისგან” არ მოსულა. “ქართული ოცნებისგან” იყო შემოთვლილი ძალიან ბუნდოვანი წინადადებები, რა წინადადებები ამას ვერ გეტყვით,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

“წერილობითი მოთხოვნები გადავეცით ფასილიტატორებს. ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს “ქართული ოცნებიდან,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ.

“ჩვენმა ფასილიტატორებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებებს და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება,” – განაცხადა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

“ქართული ოცნებისგან” კომპრომისს რომ არ ველოდეთ, მოლაპარაკების პროცესზე არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ გვეწვალა და არც ელჩები, რომ ვაწვალებდეთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან,” – აღნიშნა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ​ამბობს, რომ ელჩებისთვის გადაცემული დოკუმენტი მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც “ქართული ოცნებისგან” საპასუხო წერილობით პასუხს მიიღებენ.

კომენტარები

2020-12-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მე პარტია არ დამიტოვებია, ვრჩები “გირჩის” ლიდერად

შემდეგი სტატია

ორივე გაჯიუტებული ვართ, ოპოზიციაც და „ოცნებაც“ და ელჩები ცდილობენ, რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ

მსგავსი სტატიები

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე – ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

აღიძრას სისხლის სამართლის საქმე – ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2019
სუს-ში ბრიფინგი გაიმართება

სუს-ში ბრიფინგი გაიმართება

22 ნოე 2017
„უკვე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ჯარჯი წიკლაური“

„უკვე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ჯარჯი წიკლაური“

05 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge