NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი მომხმარებელს უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსს“ სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებელს უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსს“ სთავაზობს

04 დეკ 2020 ბიზნესი 414 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

4 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს.
მომხმარებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკმა ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო
პლატფორმა „ბიზნესკურსი“ შექმნა. ბიზნესკურსის გავლა ბიზნესით დაინტერესებულ
ნებისმიერ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, კურსი სრულიად უფასოდ გაიაროს.
პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი
ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნეს განათლება კიდევ უფრო
მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის
მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიზნესკურსის შექმნაში მაღალკვალიფიციური ლექტორები, კონსულტანტები და
სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, პლატფორმა
გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ უამრავ
საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით ლიტერატურას
სთავაზობს. ამასთან, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომი იქნება
ტესტები.
ბიზნესკურსი ისეთ თემებს აერთიანებს, როგორიცაა: კომპანიის ფინანსური
მაჩვენებლები, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ. გარკვეულ პროგრამების
სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი
სერტიფიკატი.
„მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა
„ბიზნესკურსი“, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის შეიქმნა, ვინც ბიზნესით არის
დაინტერესებული. პლათფორმა სრულიად უფასოა, მის შექმნაში კი სხვადასხვა სფეროს
პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა
შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების განათლებასა და სამომავლო
განვითარებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების პოვნას, რომ მეტმა ადამიანმა ირწმუნოს
საკუთარი თავის და მიაღწიოს წარმატებას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და
საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://www.businesscourse.ge/

EFSE განვითარების ცენტრის შესახებ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული
ფონდის (EFSE DF) განვითარების ფონდი“ 2006 წელს ფონდის მანდატის
განსახორციელებლად და მისი დაფინანსების განვითარების მიზნით შეიქმნა. ის სამიზნე
ქვეყნებში ფინანსურ, ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას
ახორციელებს. EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის
მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური
მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი
იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/

კომენტარები

TOP 2020-12-04
თამუნა
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

არ მგონია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ფორმულის შეცვლა იყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებულ ვითარებაში გამოსავალი

მსგავსი სტატიები

თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, „ლიბერალმა” სპეციალური სარაგბო ჟურნალი „ჩვენი თამაში” გამოსცა

16 ოქტ 2017
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

27 ივლ 2018

„მომავლის ფული“- კრიპტოვალუტა

16 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ლევან კბილაშვილის ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ ახლახან გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელებში აღტაცებით აიტაცეს

    ლევან კბილაშვილის ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ ახლახან გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელებში აღტაცებით აიტაცეს

  • დოკუმენტური ფილმის  „დინი ვირსალაძე სერგო ფარაჯანოვზე“ პრემიერა 9 ივლისს ჯაზ-კაფე „კონკაში“ გაიმართება

    დოკუმენტური ფილმის „დინი ვირსალაძე სერგო ფარაჯანოვზე“ პრემიერა 9 ივლისს ჯაზ-კაფე „კონკაში“ გაიმართება

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია

    შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge