ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილი და, ანა შაქარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატებს, ვასილ მამულაშვილს, ბექა ნემსიწვერიძესა და გიორგი გელხაურს მიმართავს.
“ადვოკატები კი არა ცირკის რიჟიკები ხართ და არაფრით ჩამოუვარდებით მკვლელებს თქვენი დადგმული სპექტაკლებით. თქვენი შვილი რომ ეცემათ, მდინარეში გადაეგდოთ და ასე სასტიკად მოეკლათ, მაინტერესებს მაშინაც ასეთი ჰუმანურები თუ იქნებოდით საკუთარი შვილის მკვლელების მიმართ და ასე თავგამოდებით თუ დაიცავდით” – წერს ანა შაქარაშვილი.
კომენტარები