NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს

კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს

03 დეკ 2020 პოლიტიკა 110 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნების” წევრის კახა კუჭავამ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისადმი შეტევასა და ანტიდასავლური განწყობების დათესვაში დაადანაშაულა. კუჭავას ამ განცხადებებს შეფასებები ოპოზიციაში უკვე მოჰყვა.

ენმ-ის წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ყოველთვის გააკრიტიკებს იმას, ვინც იტყვის, რომ მოცემულ მომენტში ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არ იდევნება.

“კრიტიკასა და თავდასხმას შორის არის უდიდესი განსხვავება და ვის გამოც მე გამოვთქვი მოსაზრება, ეს მე მგონი, თქვენ ძალიან კარგად იცით. ქვეყანაში იდევნება თუ არა თავისუფალი სიტყვა, მიმდინარეობს თუ არა დევნა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეს ყველაფერი როდესაც ხდება, ვინც არ უნდა იყოს და ამაზე აქვს სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემგან კრიტიკას დაიმსახურებს. კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ.

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ელჩების კრიტიკა სწორი არაა.

ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის დემოკრატიას და ასევე მათ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

“​ჩემთვის მოულოდნელი არ არის ის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები წუხან იმაზე, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება. ეს არ არის ნორმალური ვითარება. ოღონდ ამ არანორმალური ვითარების ალტერნატივა ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ უფრო მძიმე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, ამ კრიზისის შედეგად საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მთავარი პოზიცია იქნება ერთი და იგივე საბოლოო ჯამში, რომ საფრთხეს ამ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატია და მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს უქმნის ივანიშვილი და მისი გარემოცვა საფრთხეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამ პროცესში ზოგიერთი მათი პოზიცია იქნება ჩვენთვის მცდარი და ასეთი მცდარი პოზიციაა ამ ვითარებაში პარლამენტში შესვლა ჩვენი აზრით,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ელჩები დიდ როლს თამაშობენ მოლაპარაკების პროცესში და პირადად მას, სრული ნდობა აქვს მათ მიმართ.

ცნობისთვის, კახა კუჭავამ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა პოზიცია დააფიქსირონ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების, მათ შორის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

კომენტარები

2020-12-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება – მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა

შემდეგი სტატია

არსებითი საკითხია, თუ როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს

მსგავსი სტატიები

„არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე“ – პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებას ითხოვს

„არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე“ – პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებას ითხოვს

01 ნოე 2018
ახლა არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილის და მისი კლოუნების რეჟიმის – ფრთები უფრო ფართოდ გაშალეს, ამ დევნაში მე არც პირველი ვარ, არც მეორე და არც მესამე

ახლა არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილის და მისი კლოუნების რეჟიმის – ფრთები უფრო ფართოდ გაშალეს, ამ დევნაში მე არც პირველი ვარ, არც მეორე და არც მესამე

ირაკლი შალიკაშვილი 17 დეკ 2019

ნიკა მელია: დავით კეზერაშვილმა ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა ფული

11 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge