NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყველა პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყველა პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

03 დეკ 2020 პოლიტიკა 80 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები „დადებითად და წარმატებით დასრულდება“.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების განცხადებებს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება სასამართლო პროცესების გადადებით ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას ცდილობს.

კახი კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესების გადადება პარლამენტში შესვლის საკითხთან კავშირში არ არის.

„ვერ ვხვდები რა კავშირშია პარლამენტში შესვლასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განცხადებები, ყველამ ვნახეთ, რა იყო პროცესების გადადების მიზეზი. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებით დაფიქსირდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა, ბრალდებული პოლიტიკური ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესებიც გადაიდო, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იყო დანიშნული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პოლიტიკოსები და მათი ადვოკატები ავრცელებენ.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მათ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ახალი რეგულაციების გამო, სხდომები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კომენტარები

2020-12-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვაპირებ, გამოცდილება მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს

შემდეგი სტატია

86 თეთრიდან 1.10 ლარამდე – კომერციული ობიექტებისთვის კუბური მეტრი გაზის საფასური 24 თეთრით გაძვირდება

მსგავსი სტატიები

რაც კადრებში ვნახე, უბრალოდ ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება – იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა

რაც კადრებში ვნახე, უბრალოდ ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება – იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა

ირაკლი შალიკაშვილი 30 იან 2020

უკრაინის ოპოზიცია მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება

17 დეკ 2017
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან

16 მაი 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

    გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

  • არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

    არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge