მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ბიძინა ივანიშვილის გუნდზეა დამოკიდებული – ისინი არიან მოსასვლელები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.
ბოკერიამ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებითი საკითხია, “თუ როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს“. მისივე თქმით, როგორც კი რაიმე შეხვედრა ჩაინიშნება, მედიისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი.
კომენტარები