სოციალურ ქსელში ვრცელდება ისტორია, რომელიც დაკავშირებულია რუს მსახიობთან, ვლადიმერ ვისოცკისთან და ქართველ მოქანდაკესთან, ზურაბ წერეთელთან.
ვლადიმერ ვისოცკის უახლოესი მეგობარი, მწერალი და სცენარისტი არტურ მაკაროვი იხსენებდა:
“ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ მეგობრებისთვის და ნაცნობებისთვის გადაუხდელი ვალები დარჩა (38 000 რუბლი). გავყიდე მისი ორი მანქანა და ყველას დავუბრუნე ვალი…ყველამ, მეგობარმა, ნაცნობმა, ე. ვოლოდარსკიმაც კი – ფული აიღო. (ცნობისათვის, დრამატურგი, სცენარისტი, ედუარდ ვოლოდარსკი და ვლადიმერ ვისოცკი უახლოესი მეგობრები იყვნენ. რედ.)
ერთმა მეგობარმა, იმის მიუხედავად, რომ ვალი დავუბრუნე, რამდენადაც მახსოვს 5 000, მან შუამავალი გამომიგზავნა, რომელმაც გადმომცა მისი დანაბარები “ვადიმს დაავიწყდა და ახლა გაახსენდა, რომ ვალოდიას 700 რუბლიც ასესხა”.
და მხოლოდ მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა უარი განაცხადა ვალის, 5 000 რუბლის უკან დაბრუნებაზე და თქვა, ეს თანხა მის ვაჟებს დარჩეთო და აღნიშნა, რომ საქართველოში როცა მეგობარი კვდება, ფული მის ოჯახში მიაქვთ და არა გამოაქვთ”.
არტურ მაკაროვის ჩანაწერს სოციალურ ქსელში აზიარებს ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრ გიმელშტეინი.
კომენტარები