NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»3 იანვრიდან “თბილისი ენერჯის“ კომერციულ მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ

3 იანვრიდან “თბილისი ენერჯის“ კომერციულ მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ

01 დეკ 2020 ბიზნესი 332 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

“ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. კომპანია შექმნის პირველივე დღიდან, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, საკუთარი რესურსებით აბალანსებს ვალუტის კურსის ცვლილებით, ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილ სხვაობას. ასევე ყველაზე მთავარი – მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს – მაგალითად, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-განახლება, რომელიც 60 წელია არ შეცვლილა და მწყობრიდანაა გამოსული. ქსელის განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი აბონენტების, დედაქალაქის მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისთვის.

დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს”,-აღნიშნულია შპს „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კომენტარები

TOP ბუნებრივი გაზი თბილისი ენერჯი ღირებულება 2020-12-01
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ბუნებრივი გაზი თბილისი ენერჯი ღირებულება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იმდენად ღრმა ჭაობში ჩაფლეს ქვეყანა, რომ ამ კრიზისს ვერც ეს ბიუჯეტი უშველის და ვერც რაიმე სხვა ზომა

შემდეგი სტატია

დემნა გვასალია მშობლებთან ერთად

მსგავსი სტატიები

ისარგებლეთ ზუსტად 40%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ზამთრის საბურავებზე

ისარგებლეთ ზუსტად 40%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ზამთრის საბურავებზე

07 დეკ 2018
საქართველოს ბანკი ექსტრასთან და მასთერქარდთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს

საქართველოს ბანკი ექსტრასთან და მასთერქარდთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს

თამუნა 01 სექ 2020
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად ტოვებს

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად ტოვებს

01 მაი 2018

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge