NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»იენს სტოლტენბერგი: ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება

იენს სტოლტენბერგი: ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება

01 დეკ 2020 პოლიტიკა 129 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც ნატო-ს განვითარების სტრატეგია განიხილებოდა.

„საქართველოს პირველი არხის“ კითხვაზე, თუ რა ადგილს იკავებს ამ სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონი და საქართველო, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ 2030 წლისთვის ნატო უფრო მეტად გლობალური უნდა გახდეს და ამ სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა.

სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ჩინეთის მიერ შავ ზღვის რეგიონში ინფრასტრუქტურაში დაბანდებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ადაპტირებული ალიანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ასევე იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და ნატო-ს მედეგობის განმტკიცება.

„ნატო 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ ნატო სულ უფრო მეტი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ნატო-ს 2030-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ნატო უფრო მეტად გლობალური ალიანსი გახდეს და უფრო გლობალური მიდგომა გვქონდეს. ცხადია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსად, მაგრამ გვჭირდება გლობალური მიდგომა, რადგან ბევრი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ვდგავართ არის გლობალური. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის ჩინეთის გაძლიერება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი გვიახლოვდება. ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ნატო-ს ქვეყნებში, ასევე ევროპაში და შავი ზღვის რეგიონშიც. შავ ზღვის რეგიონში კი მდებარეობს ნატო-ს სამი ქვეყანა და ორი პარტნიორი – საქართველო და უკრაინა. ნატო აცნობიერებს მდგრადობის მნიშვნელობას, აცნობიერებს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას. ჩვენ ვაძლიერებთ მდგრადობის განმტკიცებისთვის აუცილებელ შესაძლებლობებს, მათ შორის სატელეკომუნიკაციო ქსელების, ჯანდაცვის და ჩვენი საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების დაცვას. ნატო განაგრძობს ადაპტაციას და ინფრასტრუქტურის დაცვა იქნება ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი. ცხადია, ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ მდგრადობა და პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობის მნიშვნელობა, იქნება ჩემი წინადადების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოების ლიდერებს წარვუდგენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

TOP იენს სტოლტენბერგი ნატო 2020-12-01
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იენს სტოლტენბერგი ნატო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლდოვას არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნას სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე რუსეთი არ მიიღებს

შემდეგი სტატია

ანი ტეილორ-ჯოი The Queen’s Gambit მთავარ როლს ასრულებს (ფოტოები)

მსგავსი სტატიები

გამოდიან მოსამართლეები, რომლებიც არც კომპეტენციით და არც ღირსებით გამოირჩევიან

გამოდიან მოსამართლეები, რომლებიც არც კომპეტენციით და არც ღირსებით გამოირჩევიან

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2019

„მივესალმებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და განვაგრძობთ საქართველოს ატიურ მხარადჭერას“

06 დეკ 2017
„ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა ფორმით დაისვა ეს საკითხი აზერბაიჯანში” – ეკა ბესელია პრეზიდენტის იმპიჩმენტს ამ ეტაზპე გამორიცხავს

„ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა ფორმით დაისვა ეს საკითხი აზერბაიჯანში” – ეკა ბესელია პრეზიდენტის იმპიჩმენტს ამ ეტაზპე გამორიცხავს

ირაკლი შალიკაშვილი 29 მაი 2019

უახლესი ამბები

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge