NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»“ხელისუფლებას უბინძურესი პროპაგანდისთვის დასჭირდა ადამიანების დაჭერა და საპყრობილეში განწესება”

“ხელისუფლებას უბინძურესი პროპაგანდისთვის დასჭირდა ადამიანების დაჭერა და საპყრობილეში განწესება”

30 ნოე 2020 სამართალი 132 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლებას უბინძურესი პროპაგანდისთვის დასჭირდა ადამიანების დაჭერა და საპყრობილეში განწესება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წინაასაარჩევნოდ ძალიან მძიმე და ამაზრზენი პროპაგანდა აეგორებინა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ე.წ. კარტოგრაფების საქმე.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებულ ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდებში უდგება.

„ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან განსახიერება ზუსტად იმ რეჟიმის, რომელიც დღეს საქართველოშია. ხელისუფლებას უბინძურესი პროპაგანდისთვის დასჭირდა ადამიანების დაჭერა და საპყრობილეში განწესება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წინაასაარჩევნოდ ძალიან მძიმე და ამაზრზენი პროპაგანდა აეგორებინა. ამიტომ, მე, ისევე როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე და პოლიტიკოსი, თავდებში ვუდგები ამ ორ ადამიანს. მიუხედავადა იმისა, რომ მე ამ სასამართლოს იმედი ნამდვილად არ მაქვს. სასამართლო, ისევე, როგორც მართლმსაჯულების ყველა გუნდი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ერთობა და ამ ადამიანების დაცვა, მათ შორის საჯაროდ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

„მიმაჩნია, რომ ეს სასამართლო, ისევე როგორც მართლმსაჯულების ყველა რგოლი მხოლოდ ხელისუფლებაზე მუშაობს. ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა მოსამართლე იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უდგება თავდებში ამ ორ მოქალაქეს, რომლებსაც არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი სამშობლოს ინტერესესს იცავენ. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულს-სამშობლოს ღალატს გაბრალებს, ეს წარმოუდგენელი მაჩვენებელია იმისა, რა წითელი ზღვარი გადალახა ხელისუფლებამ. ამიტომ, დადებითი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ ეს 2 ადამიანი გავათავისუფლოთ“,-განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს, დავით გარეჯის საქმეზე, სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

კომენტარები

სასამართლო ხატია დეკანოიძე 2020-11-30
ნინო ჩხეიძე
Tags სასამართლო ხატია დეკანოიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“თუ ჩვენ არ შეგვიძლია ხმა ავიმაღლოთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის წინააღმდეგ, მაშინ ტყუილია ჩვენს მიერ დაწერილი, გამოცემული და გავრცელებული ყოველი სიტყვა”

შემდეგი სტატია

პროკურორი: პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს

მსგავსი სტატიები

შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

08 სექ 2018

პროკურატურაში ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები იკითხებიან

26 ოქტ 2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

22 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

    გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge