უცხო ენის სპეციალისტი, მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქალთა ტრიოში სიმღერის განსხვავებული მიმართულების ფუძემდებელი გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიული დარახველიძემ სტუდენტობის წლებში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად. შეგახსენებთ, რომ ქალთა ტრიო “სამაია” – ინოლა გურგულიას, გიული დარახველიძისა და მედეა სიხარულიძის შემადგენლობით უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
“ფიფქების სამყოფელში გაგვიფრინდა გიული დარახველიძის სული. დაგვიტოვა სიკეთე და კეთილი ადამიანები @Maka Aroshidze @Irina Gelashvili @kato Gelashvili @Marika Aroshidze @ანი კილაძე მარტო ეს ერთი სიმღერა “ფიფქებო” რომ დაწერა, უკვე უკვდავია მისი სახელი, ის ასოცირდება ახალ წელთან, მოფერებასთან და ბავშვებთან. ბასტიბუბუს სახელით, დიდ მადლობას გიხდით დეიდა გიული და მუდამ ნათელში ვამყოფებთ თქვენს კეთილ სულს,” – წერს სოციალურ ქსელში “ბასტი-ბუბუს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამრიკო სხვიტარიძე.
ფოტოზე: მედეა სიხარულიძე, გიული დარახველიძე და ინოლა გურგულია
კომენტარები