თბილისის მერიის კომპანია “თბილსერვის ჯგუფი” საახალწლო მოსართავების გასაახლებლად ჯამში 854,8 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. თანხის მეოთხედი, 195,8 ათასი ლარი, გასულ წელს იტალიიდან შეძენილი ნაძვის ხის მორთვა-განახლებაზე დაიხარჯება, დარჩენილი 659 ათასი კი – ახალი მანათობლებისთვის. ცნობისათვის, თბილისის საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც გასულ წელს ბიუჯეტს 997 ათას ლარამდე დაუჯდა, 2020 წლისთვის გადაკეთდება. იტალიური ნაძვის ხის განახლება-მორთვის სამუშაოები ბიუჯეტს 195,8 ათასი ლარი უჯდება.
როგორც სახელმწიფო კომპანია განმარტავს, ამ მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერები არ შედგა, ამიტომ აუცილებელი გახდა განათებების პირდაპირი შესყიდვის წესით შეძენა. “მოწყობის სამუშაოების ვალდებულება აქვს აღებული შპს “თბილსერვის ჯგუფს”. მოცემულმა ვითარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან ქ. თბილისში არ იქნება საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად მორთული, რაც იმოქმედოს საზოგადოების საახალწლო განწყობაზე, მით უმეტეს, ბავშვებისათვის აუცილებელია საახალწლო ღონისძიებების გაფორმება, რომ შევუქმნათ 2021 წლის ახალი წლის ღონისძიებისათვის შესაბამისი გარემო”, – ვკითხულობთ “თბილსერვის ჯგუფის” მიერ შესყიდვის დასაბუთებაში.
კომენტარები