“სკოლა რომ დავამთავრე, მოლოცვის შემდეგ უმეტესად რაც მესმოდა იყო ის, რომ სტუდენტობა ახალგაზრდობის საუკეთესო პერიოდია და რომ ყველაფერს მისცემდნენ მის დასაბრუნებლად. ახლა მეორე კურსის სტუდენტი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობ,რომ ვინმესთვის სანატრელ ვითარებაში ვარ და ვიცი, მომავალში სხვა თაობის ბავშვებს ვერ ვეტყვი, სტუდენტობა საუკეთესო დროა-მეთქი.
ასე გაგრძელდება კიდევ მინიმუმ ერთი წელი და უნივერსიტეტს დავამთავრებთ ისე, რომ არ გვეცოდინება ეს ოთხი წელი რა ვაკეთეთ, არ გვეცოდინება ვინ იყვნენ ჩვენი კურსელები, არ გვეცოდინება ჩვენი კოლეგების ვინაობა და არ გვექნება არანაირი კავშირები. კი, ვიცნობ რამდენიმე ადამიანს შორიდან, ზოგიერთთან ერთად პროექტზეც მიმუშავია და ვიცი რაც ჰქვიათ, მაგრამ მხოლოდ მეოთხე კურსი, პირველი სემესტრი და ონლაინ ურთიერთობა არ არის საკმარისი კავშირებისა და ურთიერთობის დასამყარებლად.
ეს ალბათ გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია ზოგიერთი ადამიანისთვის, რადგან, რატომღაც მიჩნეულია, რომ ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვიდარდოთ, მაგრამ არ შემეძლო პირველრიგში იმას არ შევხებოდი, რაც უშუალოდ მეხება.
უამრავი ისტორია მხვდება სხვადასხვა დახურული ბიზნესის შესახებ, ხალხის შესახებ, რომლებმაც იშრომეს, რაღაცას მიაღწიეს და ახლა იხურებიან, ხალხის შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ერთჯერად დახმარებას სთავაზობს 300 ლარის ოდენობით, ხალხის შესახებ, რომლებიც უამრავ ადამიანს ასაქმებენ და რომლებსაც წართმეული და უზომოდ დიდი გადასახადებით ქვეყნის ბიუჯეტში ასევე დიდი თანხები შეაქვთ, რითიც არსებობს სახელმწიფო და საიდანაც წელს თითქმის იმდენი ლარი დაიხარჯება ქუჩების საახალწლო მორთულობაზე, რამდენიც ნიუ ორკში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას 24 დეკემბრიდან 3 იანვრის(მგონი) გარდა ფიზიკურად ვერ ვნახავთ, მაგრამ, სამაგიეროდ, კალაძე შეიძლება მივიდეს ინერციით შვილთან ერთად.
გუშინ მე და ჩემი უახლოესი ადამიანი ვსაუბრობდით, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი, რომელზეც საკმაოდ დიდ მოლოდინებს ვამყარებთ და მგონია რომ საკმაოდ დამსახურებულად. მივედით იმ დასკვნამდე,რომ თუ გვექნება საქართველოს პირობებში საშუალოდ საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის დამაკმაყოფილებელი ანაზღაურება, დაახლოებით 1500 ლარი,თუ გავიღებთ მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს და ვიმუშავებთ განუწყვეტლივ, 20 წელიწადში შეგვეძლება 2 ოთახიანი, ძალიან პატარა ბინის ყიდვა, (თუმცა გაითვალისწინეთ რომ უამრავი ადამიანი მუშაობს 200-300 ლარზე) ან ალტერნატიულ ვარიანტში, შეგვიძლია გამოვიტანოთ სესხი ბანკიდან და იგივე ბინისთვის ვიხადოთ თანხა 30 წლის განმავლობაში. ანუ გახდე სამსახურის მონა.
აქვე შევეხეთ ოცნებებსა და მიზნებს, პირადად მე მგონია, რომ თავს უნდა მისცე უფლება, ერთადერთხელ მოცემული სიცოცხლე ისე განკარგო, რომ ბედნიერი იყო მისით. ერთი ოცნება რომ ავიღოთ,რომელიც ამ შემთხვევაში იაპონიის მონახულება იყო, მოგვცემს იმ მოცემულობას, რომ თუ საქართველოს სტანდარტებით საშუალოზე მაღალი ანაზღაურება გვექნება, მოგვიწევს ვიმუშაოთ 8 წელი იმისთვის, რომ შემდეგ იაპონიაში 2 თვით მოვახერხოთ ცხოვრება
მაგრამ ხალხს საქართველოში პირდაპირ მიაჩნიათ, რო ეს ოცნებაა და ამაზე რეალურად ფიქრი წარმოუდგენელია.

ეს ყველაფერი ლოქდაუნის დაწყებამდე. ოცნებების ასრულება ორ თვეში ნახეთ:)
ახლა გაჩერებაზე ვდგავარ, (27-ში ვწერ ამას :დ) ავტობუსს ველოდები რომლითაც ბოლოჯერ ვიმგზავრებ თებერვლამდე, გვერდით უცნობ ბაბუას ლოტოს ბილეთი უჭირავს, იმ იმედით რომ მოიგებს, ვერა ბაბუ, ვერ მოიგებ, მაგ ბილეთს რომ ყიდულობდი, მეხი რომ დაგცემოდა მაგის ალბათობა უფრო მაღალია, როგორც ამბობენ ვიდრე რამის მოგების. რომც მოიგო 20% -ს წაგართმევენ მაინც, მარა ეს ხო აუცილებელია ნუ.
გამონაკლისი დაუშვეს. აგრარული ბაზრები იმუშავებსო. ბაზრები კიო მარა იქამდე მისასვლელი გზა არაო. მახსენდება, მარიხუანა რომ ლეგალური გახსდეს, მაგრამ მისი მოპოვება და გადაადგილება ისჯებოდა :დ
ბებო, რომელიც ერთ-ერთ ბაზარზე ვაჭრობს, დღეში 10-15 ლარს ან იღებს-ან ვერა, დილას 5 ზე იღვიძებს 6ზე რომ მეტროს ჩაუსწროს გარეუბნიდან, რომ მთელი დღე ამ ყინვაში იმუშაოს, და სახლში საჭმლის ფული შეიტანოს- ეუბნებიან,რომ ისევ შეუძლია ბაზარზე ყოფნა, იღონდ ბაზრამდე როგორ მივა-კაცმა არ იცის.
კარანტინი არ არისო, სახელი შეუცვალეს :დ გუშინ დავამთავრე “შავი ჭირის” კითხვა. 1947 წელსაა დაწერილი. მას შემდეგ დაახლოებით 70 წელი გავიდა, როგორ არ განვითარდა მედიცინა, მაგრამ ვირუსის გამოჩენისას, რომლის სიკვდილიანობა საქართველოს ახლანდელი მონაცემების მიხედვით 0.9%-ია, ისევ იგივე მეთოდს ვიყენებთ 

დიქტატურა სხვა რამე გგონიათ?
ამ დროს ეროვნული ბანკი რას შვება? ყოველდღიურად ეხმარება მთავრობას, ბანკებს, ბეჭდავს უამრავ ფულს, რითაც თავადვე იწვევს ლარის გაუფასურებას, ფასები იზრდება და ჩვენ ამასობაში, პირდაპირ და ირიბ გადასახადთან ერთად, ფარული გადასახადითაც ვიბეგრებით, რადგან თუ დღეს რაღაცას 10 ლარად ვიყიდდი, ხვალ ეგ ფული იგივე პროდუქტში აღარ მეყოფა.
ამ დროს ხალხი თავის თავს არწმუნებს, რომ არაუშავს თუ ცხოველებივით ჩაგვკეტავენ, სახლია ბოლოსდაბოლოს, გალია ხოარა:) არაუშავს თუ შემოსავლის ერთადერთ წყაროს მოგვიჭრიან და გადაადგილებასაც აგვიკრძალავენ, ნუ ზრუნვა როგორ გინდა სხვანაირად?! ამოჩემებული აქვთ თითქოს დილემაა, ან კორონას გამო უნდა შევწყვიტოთ არსებობა და გავჩერდეთ, ანუ მათ ენაზე, სიცოცხლე ავირჩიოთ, ან მეორე, ეკონომიკა არ შევასუსტოთ, გავაგრძელოთ ცხოვრება,მარა ნუ ამ დროს უპასუხისმგებლოები ვიქნებით, მთავარი ხო ჯანმრთელობაა?!
არადა ძალიან მარტივია, კი უმნიშვნელოვანესია ადამიანთა სიცოცხლე, მაგრამ გეშლებათ ის, რომ ორივე მხარეს ზუსტად ეგ სიცოცხლე დგას სინამდილეში. ზურამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში (ზურაბ ჯაფარიძე რე.) და მეც იმავე მაგალითს მოვიყვან, დაიხურა რესტორანი, სამუშაოს გარეშე დარჩა მიმტანი, რომელსაც ბებია ჰყავდა სახლში, რომლის წამლებსაც ხელფასის ნახევარი მიჰქონდა. აღარ აქვს ახლა ეგ ნახევარი, 200 ლარი რამდენ რამეში იმყოფინოს. მოუკვდა ბებია, იმიტომ, რომ წნევის წამლები ვეღარ უყიდა. ვინ იტყვის ამას? თუ მთავარია კორონით არ გარდაცვლილიყო?!
ადამიანების სიცოცხლე განტოლება არ არის რიცხვებით ითამაშო, არავის არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი სიცოცხლეა უფრო ღირებული.
კორონა დამემართება თუ-არა, ეს არის აბსოლუტურად ჩემს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული და არავის აქვს უფლება მაიძულოს რა როგორ გავაკეთო. ვერ ვხვდები, ზოგადად ვინმე რატომ ფიქრობთ რომ მთავრობას აქვს ამის უფლება და აი, მთავარ სათქმელამდეც მივედი:
რაღაც X-ს ვერ მოვთხოვთ პასუხს, როცა ამის უფლებას მას Y აძლევს. იგივეა მთავრობის შემთხვევაშიც. ვერ მოსთხოვ მთავრობას პასუხს მანამ სანამ მათ გადაწყვეტილებებს ხალხი ლეგიტიმაციას ანიჭებს. (მიუხედავად იმისა,რომ არჩევნები გაყალბდა და რეალური ლეგიტიმაციაც კი არ გააჩნიათ) თავზე გვასხდებიან და ამ დროს ვითბენთ, კი კი უნდა დაგვასხდეთ, ჩვენი ფული აიღოთ,ჩემი ნამუშევარი მიისაკუთროთ და ხარჯოთ მერე როგორც გაგიხარდებათ,ოღონ ისე რომ როცა ეგ თანხები დაგვჭირდება, სხვა ქვეყნისგან აიღოთ ვალები,საგარეო სესხები დაამატოთ ქვეყანას, რომელსაც მერე ისევ ჩვენ და ჩვენი შვილები გადავიხდით. ერთი საწოლი არაა ქვეყანაში, როცა მთელი ზაფხული დენდროლოგიურის გახსნას შეალიეს.
ბოროტი ვიქნები, რომ ვთქვა ნეტავ მალე მოგშივდეთ, რომ აზრზე მოხვიდეთ თქო, მაგრამ, რავიცი, მერეც კი მეეჭვება, რამე გააკეთოთ.
მოკლედ, მეგობრებო, თითქმის ერთი წელი შესრულდება, რომ გვიჭერენ და გვიჭერენ ზრუნვის მოტივით, არც აქამდე გვაკლებდნენ, მაგრამ მერე უკეთესი საბაბი მიეცათ-ჩვენით ვერ გადავწყვეტთ რა გვირჩევნია, ვერ დავიცავთ თავს, ნუ სხვანაირი ხალხი ვართ, მკაცრი ხელი გვინდა და ისინი მოგვხედავენ ისევ. გვიჭერენ და გვიჭერენ, ჩვენც ვემორჩილებით და ვემორჩილებით.
მე ვხედავ ხალხს, რომელიც ცდილობს ხალხის გამოფხიზლებას, როგორც ილია ცდილობდა თავის დროზე, მაგრამ იგივე პასუხს იღებენ, როგორიც ილიამ მიიღო. ილია მოსწონთ, მაგრამ იცნობენ მხოლოდ გარომანტიზირებული ისტორიებით, სინამდვილეში, აზრზე არ არიან რას ამბობდა ილია, წარმოდგენა არ აქვთ, რომ იმ ადამიანის სადღეგრძელოებს სვამენ, რომლის იდეებს არც იცნობენ, მეტიც-სექტანტებს შეიძლება უწოდებდნენ იმათ, ვინც იგივე იდეებს ახლა აჟღერებს.
ეგენი არიან ზუსტად ის ადამიანები,რომლებმაც ილია მოკლეს.
მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. არ მინდა ვიბრძოდე იმისთვის, რაც ისედაც ყველას გვეკუთვნის, მაგრამ ვინც ჩემს მხარეს უნდა იდგეს, ისიც საწინააღმდეგოს ამბობდეს, თავს ხრიდეს და იჯერებდეს- რომ ეს ნორმალურია.
მგონი რო ასეთი ხალხი იმსახურებს ზუსტად ისე იცხოვროს სიცოცხლის ბოლომდე,როგორც ახლა ცხოვრობს. ეგონოს, რომ ეს სიღარიბე ნორმალურია. და რომ ხელფასიდან ხელფასამდე უნდა იარსებოს როგორმე, რომ არანაირი სიამოვნების უფლებას არ აძლევდეს საკუთარ თავს.
მე არ მეგონება. მე არ მინდა ორ ოთახიანი ბინის ყიდვას 30 წელი შევალიო. არ მინდა ჩემი ოცნება სიცოცხლის ბოლომდე ოცნებად დარჩეს. მე მინდა ვიცხოვრო სიამოვნებით და არა სიკვდილის შიშით და მისგან გაქცევით.
ამ ხალხის ბრალია, დღეს რომ მთავრობა ასე გვაჯდება თავზე.
ამ ხალხის ბრალია, დღეს რომ ღარიბები ვართ.
ამ ხალხის ბრალია, რომ მომავლის იმედი არ გვაქვს.
ამ ხალხის ბრალია, რომ დღეს ახალგაზრდები იმიტომ კიარ ვსწავლობთ, რომ ქვეყანას გამოვადგეთ, არამედ იმიტომ, რომ მალე წავიდეთ აქედან, რადგან ასე ცხოვრება არ დაგვიმსახურებია,” – წერს სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ყაულაშვილი.
კომენტარები