NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»“რას გვკარნახობს პანდემია…”

“რას გვკარნახობს პანდემია…”

29 ნოე 2020 ჯანმრთელობა 191 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ექიმი ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი ზურა ოდილავაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რას გვკარნახობს პანდემია…
ცხადია, მიმდინარე პანდემია, რომლის ხანგრძლივობა ჯერაც არავინ იცის, ვერ მიიჩნევა შემთხვევითობად. ამ პლანეტარული მასშტაბის ტრაგედიიდან ძალაუნებურად მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თანამედროვე კაცობრიობამ დაარღვია სამყაროს ფუნდამენტური კანონები, გასცდა დასაშვებ ფარგლებს და ის ,,ვიღაც“ თუ ,,რაღაც“ გარკვეულ ჩარჩოებში დაბრუნებას გვთავაზობს… ამ შემთხევაში, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რას ვუწოდებთ ,,მას“: ღმერთს, ბუნებასა თუ განგებას – მოვლენის არსი არ იცვლება. მაშ ასე:
I. პირველ ყოვლისა, მოგვწონს თუ არა ჩვენ, კოვიდმა შეზღუდა ჩვენი გადაადგილება და თავშეყრა. მაშასადამე, ,,მას“ არ სურს, რომ ადამიანმა მასობრივი ცნობიერებით იხელმძღვანელოს და ინდივიდუალიზმისკენ გვიბიძგებს.
დამოუკიდებლად ადამიანი მხოლოდ მაშინ აზროვნებს, როდესაც ის მარტოა – ამ გზით ეძლევა სრული თავისუფლება კრიტიკული აზროვნების უნარს და შესაძლებელი ხდება, სინამდვილის ადეკვატური (არა სხვის მიერ ნაკარნახევი) აღქმა. იქნება ეს ისეთი თავშეყრის ადგილები, როგორებიცაა: სტადიონი, მიტინგი, დემონსტრაცია, ტელევიზია, სოციალური ქსელი, დღესასწაული თუ გლოვა და სხვ. – არ აქვს მნიშვნელობა – ბრბოში პიროვნება ქრება და მისი გონი კოლექტიურ ცნობიერებას ექვემდებარება. პირობითად, მილიონიან კრებულში ადამიანის ტვინის ერთი/ მემილიონედია ფხიზლად, დანარჩენი კი დაქვემდებარებულია ,,მასობრივ ფსიქოზს“.
მოკლედ, ,,ის“ მოგვიწოდებს საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ, კრიტიკული აზროვნებისკენ და,ზოგადად, დაფიქრებისკენ…
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოგზაურობის მკვეთრი შეზღუდვის შედეგად, დღეს უკვე საყოველთაოდ შესამჩნევია გარემოს გაჯანსაღება.
II. კაცობრიობა მიეჩვია და ნორმად იღებს მდიდრებსა და ღარიბებს შორის წარმოუდგენელ დისბალანსს. პანდემიამ კი, ნაწილობრივ მაინც ეს ორი ჯგუფი გაათანასწორა. მდიდრები ვეღარ მოგზაურობენ და ვერ ეძლევიან ძველებურ განცხრომას (რესტორნები, კურორტები, ბარები, დისკოტეკები – შეზღუდულია). პრივილეგირებული კლასის ფუფუნება მოჩვენებითი შეიქნა, ხოლო სიმდიდრე უმწეო აღმოჩნდა მომაკვდინებელი სენის წინაშე – სიკვდილის შიშმა ადამიანები გაათანაბრა.
ამავე დროს, კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობაში მყოფი ისედაც გაღატაკებული მოსახლეობა… მოყვანილი ორი გარემოებიდან, ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ,,ის“ მდიდრებს დაჩაგრული ადამიანებისადმი მოწყალებისკენ, ლმობიერებისკენ, დახმარებისკენ და შემწყნარებლობისკენ პირდაპირ მოუწოდებს. დანარჩენი – დაფიქრება და სინდისის კარნახით მოქმედება – უკვე მათი საქმეა…
III. პანდემიან დაგვანახა, რამდენად უმწეოა კაცობრიობა – მისი ყოვლისშემძლეობის მითი დაისმხვრა. ადამიანების თავდაჯერებულობა, მეცნიერული მიღწევებით გაამაყება და ცოდნა – ეს ყველაფერი მირაჟი აღმოჩნდა… თურმე, ჩვენ, როგორც საუკუნეების წინ, დღესაც ვიცით მხოლოდ ის, რომ არაფერიც არ ვიცით… და მორჩა!
დასკვნა:
ასეა თუ ისე, ,,ის“ გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს და გვკარნახობს, საუკუნოვან ჭეშმარიტებებს დავუბრუნდეთ. ზომიერება, მოთმინება, თავმდაბლობა, სინანული, გულმოწყალება, სიკეთე, სილამაზე, ინდივიდუალური თავისუფლება და ამ ყველაფრის ჯამი – სიყვარული გადაარჩენენ სამყაროს და ჩვენ.
ვისაც ყური და გული აქვს, ისმინოს…
ზ.ო. – 2020, ნოემბერი”

კომენტარები

ზურა ოდილავაძე კორონავირუსი 2020-11-29
ნინო ჩხეიძე
Tags ზურა ოდილავაძე კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები”

შემდეგი სტატია

ზურაბ ჯაფარიძე: ბინას ვქირაობ Reformerfitness-სგან (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

ლევან რატიანი: ბევრი სიკვდილი მინახავს, მაგრამ ისეთი სუნთქვის უკმარისობა …

ლევან რატიანი: ბევრი სიკვდილი მინახავს, მაგრამ ისეთი სუნთქვის უკმარისობა …

ნინო ჩხეიძე 20 აპრ 2020
საქართველოში კორონავირუსის 1 871 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 871 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 26 ოქტ 2020
“დაჟინებით მინდა ვთხოვო მოსახლეობას, არ შეიძინონ პლაქვენილი”

“დაჟინებით მინდა ვთხოვო მოსახლეობას, არ შეიძინონ პლაქვენილი”

ნინო ჩხეიძე 22 მარ 2020

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge