“მეგობარს მამა გარდაეცვალა და ვაკოპირებ. ეს რა ქვეყანაში ვართ? გადავირიე!
დღეს გარდამეცვალა მამა საავადმყოფოში როგორც კოვიდინფიცირებული. სხვა თემაა რომ მოვიყვანე ჯანმრთელი კაცი და დღეს აღარ არის, მაგრამ; 1 დაკარგეს პირადობა საავადმყოფოში; 2 ხვალიდან არ მუშაობს რეესტრი და ვერ ავიღებ გარდაცვალების მოწმობას; 3 მაქვს 48 საათი რომ დავკრძალო, მაგრამ საბუთები არ მაქვს; 4 სასაფლაოზე ითხოვენ საბუთებს, რომ დავკრძალო, მაგრამ საბუთები არა მაქვს; 5 სასაფლაოზე ამბობენ რომ გინდაც ქონდეს საბუთები ხალხი არ გვყავს რომ საფლავი გავთხაროთ, თუ გინდათ მოიყვანეთ თქვენი ხალხიოო, მაგრამ არ მაქვს უფლება ბევრი მოვიყვანო, ან საიდან?; 6 რა საბუთი წარვადგინო სასაფლაოზე, როცა არა მაქვს გარდაცვალების მოწმობა?; 7 ადგილი გვაქვს, მაგრამ უნდა დაამტკიცო რომ ცოლთან მარხავ, ამ დროს რეესტრი არ მუშაობს და საბუთებს მოგვიანებით ფოსტით მოგაწოდებენ; ვრეკავ 112-ში და ვეკითხები რა ვქნა, პასუხი – ჩვენს კომპეტენციაში ეგ არ შედის დარეკეთ 144-ში; 8 ვრეკავ 144-ში, იქ მპასუხობენ რომ ჩვენ გვეხება მხოლოდ საშვების გაცემაო; 9 ვრეკავ საავდმყოფოში და ვთხოვ რამე ცნობა მომცენ, რომ კაცი დავმარხო, თან ვთხოვ რომ პირადობა მოძებნონ; 10 საავადმყოფოს მორგი არა აქვს, კაცი ცელოფნებში შეხვეული სადღაც უწევთ; 11 ცალკე თემაა დასაფლავება ამ შეზღუდვების დროს და მამაოს მოთხოვნით მხოლოდ დასაფლავების მერე აუგებ წესსაო…………. გადავირიეეე”, წერს ინტერნეტმომხმარებელი სოციალურ ქსელში.
კომენტარები