NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე სწორი და გამართლებულია და „ოცნება“ თავისი 90 დეპუტატი ვაჟკაცით იძულებული გახდება დათანხმდეს”

“რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე სწორი და გამართლებულია და „ოცნება“ თავისი 90 დეპუტატი ვაჟკაცით იძულებული გახდება დათანხმდეს”

28 ნოე 2020 პოლიტიკა 115 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ მცდელობის მიუხედავად, ეს პარლამენტი იქნება ერთპარტიული და ეს პარლამენტი არ იქნება დღეგრძელი იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლეიბორისტულ პარტიაში“ ოპოზიციონერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განმარტებით, პარლამენტი შინაარს მოკლებულია, როდესაც ის ერთპარტიულია, რადგან მისი არსი მრავალპარტიულობაში მდგომარეობს. ამასთანავე, უგულავამ განაცხადა, რომ მმართველი ძალა იძულებული გახდება, დააკმაყოფილოს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ყველაზე გამართლებულია, რომ გაზაფხულზე ჩატარდეს.

„როგორც საზოგადოებისთის ცნობილია, „არარჩეული პარლამენტის“ უფლებამოსილების დღე მოძრავია იმ გაგებით, რომ დამოკიდებულია ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმზე, შესაბამისად, 29 ნოემბრიდან დაწყებული 20 დეკემბრით დამთავრებული ნებისმიერ დღეს შეიძლება იყოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ საჯაროდ და ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, ისევე როგორც „ქართულ ოცნებასაც“, მათი მცდელობების მიუხედავად, რეალურად ნახავთ, რომ ეს პარლამენტი იქნება ერთპარტიული და ეს პარლამენტი არ იქნება დღეგრძელი იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ძალიან მალე მოხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა უმაგრებს ზურგს, ვგულისხმობ, რიგგარეშე არჩევნებს. ყველაზე ლოგიკურად ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს გაზაფხულზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიის პიკი გადაივლის. ბუნებრივია, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საღ აზრს მოკლებულია, ამიტომ 2021 წლის გაზაფხული არის ლოგიკური, სწორი და გამართლებული და „ქართული ოცნება“ თავისი 90 დეპუტატი ვაჟკაცით იძულებული გახდება, დათანხმდეს ამას იმიტომ, რომ მთლიანად აცდენილი იქნება საზოგადოების მაჯისა და გულისცემას,“- განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

TOP არჩევნები გიგი უგულავა ქართული ოცნება 2020-11-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები გიგი უგულავა ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“იმედი გვაქვს, რუსოფობიური რიტორიკა, რომელსაც რადიკალური წრეები სარჩევნო კამპანიის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ, წარსულში დარჩება”

შემდეგი სტატია

ვიდეო განწყობისათვის – კვარტეტი “მელორამა”

მსგავსი სტატიები

„თითქოს დაკარგული იყო გუნდურობა და იყო ეჭვი იმისა, რომ შეიძლება გუნდი დაშლილიყო“

„თითქოს დაკარგული იყო გუნდურობა და იყო ეჭვი იმისა, რომ შეიძლება გუნდი დაშლილიყო“

24 ივლ 2018

“ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება” – თამარ ჟვანია სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019
„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge