kvirispalitra.ge აქვეყნებს ინტერვიუს მხატვარ ნიკუშა შენგელაიასთან, გთავაზობთ ამონარიდს:
“- მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, არჩევნებზეც ვიყავი, უამრავ ხალხთან მაქვს შეხება და თითქმის ყველა ფენის განწყობა ვიცი. ამიტომ ღრმად მჯერა, რომ ეს არჩევნები ყველა წესის და რიგის დაცვით ჩატარდა. ის უფრო მიკვირს, რომ ამდენმა ხალხმა “ნაცმოძრაობას” მისცა ხმა, თორემ მოსახლეობის განწყობა 31 ოქტომბერს კარგად გამოჩნდა.
– წვრილმანი შეცდომები ნებისმიერ არჩევნებზე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს შედეგზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს.
– როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება, რომ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი არ არის სახარბიელო მდგომარეობა. კორონავირუსამდე საქართველოში ყველაფერი კარგად მიდიოდა, ამიტომ ნუ ავყვებით იმ ხალხის ლაპარაკს, ვისაც ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნება სურს. გადავხედოთ, რა რთული ვითარებაა ჩვენს რეგიონში და რა პრობლემები გვაქვს – ამას ნორმალური, მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს. ვერ ხედავენ მხოლოდ ისინი, ვისაც ერთი სული აქვს, ქვეყანა აირიოს. ნუთუ ვერ აცნობიერებენ, რომ მათი ოჯახებიც აქ ცხოვრობენ?!
– ჯერ ერთმანეთის მოსმენა და გაგება უნდა ვისწავლოთ, თორემ ეს მხოლოდ იდეად დარჩება. კოალიციურ მთავრობას დრო სჭირდება: ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოხვიდე იმ რაოდენობით, რომ ამგვარი მთავრობა შექმნა. დღეს უმრავლესობა “ოცნებამ” შექმნა და მთავრობასაც ის ქმნის.
ვფიქრობ, კოალიციური მთავრობის შექმნაზეც ვაჭრობა წავა და ჩვენს ტემპერამენტსაც თუ გავითვალისწინებთ, ამ იდეას დიდი იმედით არ ვუყურებ.
ჯერჯერობით საბანს ყველა თავისკენ ქაჩავს და ამასობაში ქვეყანა ყველას ავიწყდება. სკამების გამო ერთმანეთს თუ არ დავღრღნით, კარგი იქნება.
– ჩვენი ხალხის ნაწილში მართლაც შეინიშნება კერპთაყვანისმცემლობის ელემენტები. ამას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკს ერთი ინტერვიუ არ ეყოფა.
გეთანხმებით, მიშას მართლა ჰყავს ფანები, რაც შეეხება ივანიშვილს, სწორედ მან დაამარცხა ამ ქვეყანაში ბელადომანია. ოდესმე გინახავთ, რომ “ქართული ოცნების” მომხრეებს მისი სახელი ჰქონოდათ პლაკატებზე დაწერილი?
კომენტარები