NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება

27 ნოე 2020 პოლიტიკა 91 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნებოდა პურზე ფასები. ძალიან ბევრი განცხადება იყო, რომ არსებობს ობიექტური გარემოება, რომლის შესაბამისად, ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება. მათ შორის, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ორმა ასოციაციამ დღეს გააკეთა განცხადება და საუბრობდნენ, რომ მათ აქვთ ხელისუფლებასთან დიალოგი, რომ სუბსიდირების გარკვეული სქემა განიხილებოდა. ამ ინფორმაციას ვადასტურებთ, არაერთხელ ვთქვით იმის შესახებ, რომ პური განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტია, გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც კორონავირუსი იწვევს გლობალურად და მათ შორის, ჩვენ ქვეყანაში. მუდმივი მუშაობა გვქონდა და შეხვედრები მწარმოებლებთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის, საუბარია პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე, იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც აგვაცილებს თავიდან პურის ფასის გაძვირებას.

პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან, შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, პროგრამა კი 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 11 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით როგორი სიტუაცია იქნება საერთაშორისო ბაზრებზე“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი დასძენს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები საკმარისია.

“ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ მწარმოებლებთან ერთად იმისთვის, რომ მარაგები გვქონოდა საკმარის ნიშნულზე და ქვეყანაში არ ყოფილიყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტის წყვეტა მიწოდების კუთხით. საბოლოდ, ამ გადაწყვეტილებით ვახდენთ ისეთი ტიპის სუბსიდირებას, რომელიც ვფიქრობ, მისაღებია ორივე რგოლისთვის. აქ მუდმივი მუშაობა იყო როგორც მსხვილ წისქვილებთან, ისე პურის მცხობელ კომპანიებთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არის მჭიდროდ დაკავშირებული მიწოდების და წარმოების ჯაჭვი , ორივე მხარე უნდა თანხმდებოდეს პირობებზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას საბოლოოდ ბაზარზე რაიმე სიურპრიზი არ იყოს და მოსახლობის მდგომარეობა არ დაამძიმოს“,-განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

2020-11-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საერთო კონსენსუსი არსებობს, პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება

შემდეგი სტატია

“უსულო ლარზე ზრუნვით დაგვიწესეს რეგულაციები, რომლებმაც სულიერ ადამიანებს ძირში მოუჭრა განვითარების შესაძლებლობა”

მსგავსი სტატიები

იგივე პოლიტიკური ზარალი შეიძლება მიიღოს იმ მხარემ, რომლისკენაც ეკა ბესელია თითს იშვერს” – ვოლსკი ბესელიას განცხადებებს აფასებს

იგივე პოლიტიკური ზარალი შეიძლება მიიღოს იმ მხარემ, რომლისკენაც ეკა ბესელია თითს იშვერს” – ვოლსკი ბესელიას განცხადებებს აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივლ 2019
„წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა” – ირმა ინაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა” – ირმა ინაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2019
„„ქართული ოცნება“ ყოველი არჩევნების წინ მასზე ზეწოლას ახორციელებდა“

„„ქართული ოცნება“ ყოველი არჩევნების წინ მასზე ზეწოლას ახორციელებდა“

06 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

    გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

  • არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

    არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge