NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“მოგესალმებით თრეველერ.ჯი-ს მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი! “

“მოგესალმებით თრეველერ.ჯი-ს მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი! “

27 ნოე 2020 საზოგადოება 134 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზაფხულში შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტრაგედიიდან სამი თვის თავზე ოჯახებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიენიჭათ.

მისივე ინფორმაციით დაზარალებულმა ოჯახებმა ადვოკატი აიყვანეს და იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ავტოკატასტროფა სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობამ გამოიწვია. ის იმ ადამიანებს, ვისაც ტურის განმახორციელებელ კომპანიასთან Traveler.ge-სთან უარყოფითი გამოცდილება აკავშირებს, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„მოგესალმებით თრეველერ.ჯი-ს მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი! როგორც იცით, 23 აგვისტოს შატილში მოხდა ტრაგედია,რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, პირადად ჩემთვის კი ამ დღეს ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა, ისევე როგორც დატრიალდა ის მანქანა, რომელშიც მე და ჩემი და მედეა დევსურაშვილი ვისხედით. ამ დღეს მედეა საბოლოო ტურზე იმყოფებოდა და მოიარა შატილის ულამაზესი ადგილები, შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდებოდით სახლში, როდესაც ავტოკატასტროფა მოხდა და მედეა გამოემშვიდობა სიცოცხლეს. მე უამრავი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი, დაზიანებებით მიმიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და შალვა ბოლოთაშვილის მიერ განწირული, უფლის წყალობით გადავრჩი.

ჯგუფში მოვიძიე თრეველერ.ჯი – ს შესახებ გამოთქმული აზრები და იმდენი უარყოფითი მოსაზრება და პრეტენზია წავიკითხე ამ კომპანიის მიმართ, რომ ახლა უკვე აღარ მიკვირს რაც ჩვენ დაგვემართა. დასანანია, რომ სანამ მათ გავყვებოდი ტურზე, მანამდე არ ვნახე ეს ინფორმაცია, ხომ გადავრჩებოდით და დღეს ჩემი და ცოცხალი იქნებოდა. მინდა მოგმართოთ თხოვნით, დაგვეხმაროთ სამართალის ძიებაში! უპასუხისმგებლოდ და ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაგეგმილმა ტურმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე და გაანადგურა ასეულობით მათი ახლობელი.

ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული, ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილისა და დაშავებულების ოჯახებმა და იმედი გვაქვს, დავამტკიცებთ, რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია და თუ ეს დამტკიცდა, კომპანია თრეველერ.ჯი -ს ბრალეულობას წაუყენებენ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთხსენებულ კომპანიას არ მოუკითხია არცერთი მისი მგზავრი ამხელა ტრაგედიის შემდეგ, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი. დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უკიდურესი არაადამიანობა, მომხდარი ფაქტის უგულებელყოფით, მუშაობასა და ცხოვრებას აგრძელებენ ჩვეული რიტმით, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!

უმორჩილესად გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით და მკაფიოდ შენიშნეთ დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა, რამაც თქვენ გამოგიყვანათ წყობიდან, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავუმტკიცოთ ამ არაადამიანების გროვას, რომ როდესაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ, ნება იბოძონ და ადამიანების სიცოცხლეს მოუფრთხილდნენ, შეუსრულონ მგზავრებს ყველა დანაპირები და შინ მშვიდობით მიიყვანონ! შემეხმიანეთ ისინი, ვინც ბოლომდე მხარში დამიდგებით და ჩემთან ერთად იბრძოლებთ სხვების გადასარჩენას! “- აცხადებს ხატია დევსურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

TOP ავტოკატასტროფა შატილი 2020-11-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ავტოკატასტროფა შატილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“თავისუფლების აღკვეთით ადამიანების მკურნალობა არის ბოროტება და სისულელე, რომელსაც ქართველი ექიმების ნაწილი უშვებენ”

შემდეგი სტატია

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა

მსგავსი სტატიები

“რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული”

“რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული”

12 სექ 2018
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვირტუალური რეალობის სტენდები საქართველოს ტურისტულ ცენტრებში დაინერგება

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვირტუალური რეალობის სტენდები საქართველოს ტურისტულ ცენტრებში დაინერგება

22 იან 2018
ძლიერი წვიმის გამო სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ძლიერი წვიმის გამო სოფელი ჭერემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

17 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

    გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

  • არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

    არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge