საქართველოს პარლამენტის შენობასთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მიყვანილ გოჭს 41 ნომრიანი ყელსაბამი ეკეთა. პერფორმანსის მონაწილეები ამით ამბობენ, რომ მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო ორგანო ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმას დაამსგავსა, თვითონ პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი კი, მათი აზრით, მთავარ ფერმერად იქცა.
“სამარცხვინოა, როცა ქართული ოცნება ისე იქცევა, როგორც საბჭოთა კავშირი. მათ სურთ რომ ერთპარტიულად შევიდნენ პარლამენტში. სიმბოლურად ჩვენ მოვიყვანეთ გოჭი, რადგან ის ადამიანი, რომელიც შევა ამ პარლამენტში იქნება გოჭიც და ღორიც”, — ამბობს პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან.
21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა.
კომენტარები