NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ზურაბ გურული: როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია

ზურაბ გურული: როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია

26 ნოე 2020 საზოგადოება 155 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ვინაიდან მედიასა და სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ჩემი მონაწილეობის შესახებ სამთავრობო სხდომებში, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი:
1. არ შემიცვლია ჩემი კრიტიკული შეხედულებები საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით და ყველა ჩემი წინანდელი განცხადება ძალაშია.
2. არ ვარ და არც ვიქნები ქვეყნის ტოტალური ჩაკეტვის, ე.წ. „ლოქდაუნის“ მომხრე და მიმაჩნია, რომ საქართველოს განუვითარებელ ეკონომიკას „ლოქდაუნი“ ისეთ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს, მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა შორეულ პერსპექტივაში, აღმატებული იქნება ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.
3. საქართველოს მთავრობისაგან ოფიციალურად მიღებულ, ობიექტურ ინფორმაციაზე, ასევე ჩემთვის ცნობილ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით; სოციალური ქსელებიდან და პირადი კონტაქტებით მიღებული მონაცემებით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად იმყოფება არსებული ტევადობის ამოწურვის ზღურბლზე; მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეზღუდვების დროებითი, მიზანმიმართული გამკაცრება, რათა დაავადების გავრცელების ტემპი შემცირდეს.
4. სამეცნიერო ლიტერატურასა და პანდემიის გავრცელების მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ დაავადების გავრცელების უკონტროლოდ მიშვება, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლის მკვეთრ ზრდას, რომლისგან გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ეფექტები დამანგრეველი იქნება მთელი ქვეყნისათვის.
5. არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში; მხოლოდ გავეცანი მზა ვერსიას. გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული დეტალების შესახებ იყო და არის ქვეყნის ხელმძღვანელობის პრეროგატივა.
6. მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროს მაქსიმალური, ეფექტური ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის გარეშე კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება ძალიან დიდხანს, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს როგორც საერთო სიკვდილიანობაზე, ასევე ეპიდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობაზე.
7. როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას,” –  წერს სოციალურ ქსელში აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული.

კომენტარები

TOP ზურაბ გურული კორონავირუსი 2020-11-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზურაბ გურული კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თამარ ჩხეიძე: ვიცი, რასაც ვწერ არის” ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა,” მაგრამ , სამწუხაროდ, ამ დანაშაულის, ამ გამოცხადებული მასობრივი მკვლელობის წინააღმდეგ არაფერი არ შემიძლია!

შემდეგი სტატია

დონალდ რამპი: ეს იყო 100%-ით გაყალბებული არჩევნები

მსგავსი სტატიები

თვითმფრინავი, სადაც ირლანდიიდან და ავსტრიიდან დეპორტირებულები იმყოფებიან, თბილისში ჩამოფრინდა

თვითმფრინავი, სადაც ირლანდიიდან და ავსტრიიდან დეპორტირებულები იმყოფებიან, თბილისში ჩამოფრინდა

15 იან 2019

ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

25 სექ 2017

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან

28 თებ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge