NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე 21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს

გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე 21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს

26 ნოე 2020 პოლიტიკა 86 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნამდე, მხარეები წითელ ხაზებზე არ უნდა საუბრობდნენ, „რადგან წითელი ხაზების წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია“. აღნიშნულით ხუხაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკება ამ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე დათმობს.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამ ტიპის პოლიტიკურ კრიზისში არ შეიძლება, რომელიმე მხარე გამოვიდეს გამარჯვებული, აუცილებელია, რომ სახის შენარჩუნებით, რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ. პოლიტიკური ელიტა ვალდებულია გამოავლინოს სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამ პოლიტიკურმა ჩიხმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბევრ სხვა რამეს. მე არ ვისურვებდი, რომ მხარეებს შეხვედრამდე ესაუბრათ რაიმე ტიპის „წითელ ხაზებზე“. ისინი ვალდებული არიან მოილაპარაკონ. რაზე მოილაპარაკებენ, ამაზე შეიძლება იყოს მსჯელობა, მაგრამ „წითელი ხაზების“ წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც პოლიტიკურმა ელიტამ რაღაც დონის სიმწიფე მაინც უნდა გამოავლინოს. ამბიციები უნდა გადავიდეს უკანა პლანზე და ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ერთი მხრივ, ეს უნდა მოხდეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მედიაციით და აგრეთვე, დადგა დრო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ და ე.წ. „უპარტიო საზოგადოებამ“ თავიანთი მოდელი დადონ, თუ ამას პოლიტიკური ვერ ახერხებს, ამაში საზოგადოება უნდა დაეხმაროს”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტას, ხუხაშვილის შეფასებით, ეს „საპარლამენტო გულაგის“ აშენებაა.

„ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი არ შეუწყვეტს დეპუტატებს უფლებამოსილებას, მიუხედავად მათი განაცხადისა და მეორე მხრივ ამბობს, რომ დაფინანსებას შევუწყვეტთო. სად არის აქ ლოგიკა? მისი ეს ორი მოსაზრება ერთმანეთთან წინააღმდეგონაში მოდის და ლოგიკას მოკლებულია. რაც შეეხება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტას, ამით 21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“. საკუთარი ნების გარეშე, ისინი ფაქტობრივად პატიმრობაში აჰყავთ პარლამენტში. ძალიან იწონებს კონსტიტუციით თავს კობახიძე და ეს კონსტიტუციის მეორე თავის რამდენიმე მუხლის დარღვევაა. აბსოლუტურ აბსურდშია პროცესი შესული“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, წითელი ხაზია.

„ჩვენი მხრიდან ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი. ქვეყანასაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად არჩევნების რეჟიმში იყოს. გარდა პოლიტიკისა, ეს ეკონომიკურ სტაბილურობას და სოციალურ სტაბილურობასაც ზიანს აყენებს”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მაგრამ არ დაკმაყოფილდება, „რაც სავსებით სწორი იქნება“. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი “აუცილებლად იმსჯელებს”.

კომენტარები

TOP გია ხუხაშვილი 2020-11-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია ხუხაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Reuters: არგენტინის მთავრობამ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

შემდეგი სტატია

ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს, თუმცა მათი ნაწილი დაფიქსირებული შედეგით საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს

მსგავსი სტატიები

კალაძემ კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს

კალაძემ კობახიძეს დაავალა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები თანამდებობიდან გაათავისუფლოს

14 თებ 2018
მესმის, რომ თქვენ ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით – ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს საგმირონიას

მესმის, რომ თქვენ ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით – ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს საგმირონიას

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივნ 2020
„საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“

„საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“

17 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge