NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახლა საშუალება აქვს, გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიან სიცრუეში ცხოვრება

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახლა საშუალება აქვს, გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიან სიცრუეში ცხოვრება

25 ნოე 2020 პოლიტიკა 82 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახლა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საშუალება, რომ გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიანი სიცრუეში ცხოვრება,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი ეხება არა მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნას, არამედ ახალი ცხოვრების დაწყებას.

„მე მინდა გაგახსენოთ ყველას სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც თუ კარგად დავუფიქრდებით და გულში ჩავიხედავთ თითოეული ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, მივხვდებით, რაც წერია იქ. იქ წერია, რომ საქართველო 30 წლის განმავლობაში არის ერთ წრეზე და შესაბამისად, იმ კინოში მონაწილეობს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ თვითონვე შევქმენით. რა შევქმენით ჩვენ 30 წლის განმავლობაში- შევქმენით ყალბი არჩევნები, თვალის დახუჭვა სიცრუეზე და არასდროს არ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილისა და ოჯახისთვის, ამიტომ ახლა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საშუალება, რომ გადავტეხოთ და დავამთავროთ 30-წლიან სიცრუეში ცხოვრება. ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილში, ამიტომ აქ ლაპარაკი მარტო ახალ არჩევნებზე კი არ არის, აქ ლაპარაკია ახალი ცხოვრების დაწყებაზე და ახალი ცხოვრება დაიწყება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენგანი ვიტყვით ტყუილზე უარს,- განაცხდა ხაზარაძემ.

მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა და ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების ხმები იქნა მოპარული.

„შექმნილია პოლიტიკური კრიზისი. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩვენები. ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც „ოცნების“ მხრიდან იქნება – პარტიებთან ცალ-ცალკე გზავნილები, იქნება უშედეგო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, თუ გვინდა, რომ გამოვიდეთ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პანდემიური სიტუაციიდან. ვაპირებ ვისაუბრო ჩვენს ამომრჩეველთან გამოსავლის ძიებაზე და არა პიარკამპანიებზე, რომელსაც ყოველდღიურად „ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლები გვთავაზობენ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

2020-11-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Alanus School of Art and Society

შემდეგი სტატია

8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები ინიშნება

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

18 სექ 2017
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები იქნება ფასადური, მკვდარი ნორმა, რადგან საკუთარ თავს არც ერთი ხელისუფლება არ სჯის

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები იქნება ფასადური, მკვდარი ნორმა, რადგან საკუთარ თავს არც ერთი ხელისუფლება არ სჯის

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2020

გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა

10 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • პოლიტიკურად შეკერილი საქმე, რომელიც ზოგიერთმა შესაძლოა პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს

    პოლიტიკურად შეკერილი საქმე, რომელიც ზოგიერთმა შესაძლოა პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს

  • ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება, მგონია, კარგი ჟესტია მოლაპარაკების პროცესში

    ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება, მგონია, კარგი ჟესტია მოლაპარაკების პროცესში

  • მიუღებელია ლაპარაკი ხალხის გამოშვების საფუძველზე ვინმეს სადმე შესვლაზე, ვაჭრობას არავინ აპირებს

    მიუღებელია ლაპარაკი ხალხის გამოშვების საფუძველზე ვინმეს სადმე შესვლაზე, ვაჭრობას არავინ აპირებს

  • გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

    გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

  • არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

    არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge