CNN Brazil-ის ინფორმაციით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. მარადონა 60 წლის იყო. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის.
დიეგო მარადონა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. რიგი გამოკითხვების მიხედვით, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.
ბოლო პერიოდში ის იყო კლუბ „ხიმნასიას“ მწვრთნელი. 4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, რის გამოც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
კომენტარები