NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ

მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ

24 ნოე 2020 პოლიტიკა 101 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეკატერინე ტიკარაძეს არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს კლინიკების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად კლინიკების გაერთიანებამ ჯანდაცვის მინისტრი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. 

როგორც მძინარაშვილი აღნიშნავს, იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის სფეროში დახვდა, მოკლე დროში და ექსტრემალურ ვითარებაში ვერავინ შეძლებს.

„მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ. ამიტომაც დანიშნეს, – მას არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან და მასთან მისასვლელი გზა კი არ მოუჭრეს ამ მაფიოზებს, – ვერც მოუჭრიდნენ! ასეთი გზა, უბრალოდ, არ არსებობს!“, – ამბობს მძინარაშვილი.

მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოებამ ჯერ ელემენტარული რეგულაციების დაცვით უნდა დაიწყოს.

„რაც შეეხება კოვიდ–პანდემიის მართვას, ჯერ ყველამ რეგულაციის წესები დავიცვათ, ელემენტარულად, პირბადით ცხვირიც დავიფაროთ და მერე დავფიქრდეთ:

⭕ ეკატერინე ტიკარაძეს შეეძლო თუ არა ათწლეულების განმავლობაში მოშლილი ჯანდაცვის მექანიზმის სწრაფად აწყობა?

⭕ შეეძლო თუ არა მთლიანად სამედიცინო განათლების ხარვეზების აღმოფხვრა?

⭕ შეუძლია თუ არა თითოეული ჩვენგანისთვის პირბადის მორგება?

⭕ და, საერთოდ, არსებობს კი ქვეყნად ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია?

⭕ უმოკლეს დროში და ექსტრემალურ ვითარებაში თავსდატეხილი ყველა ამ პრობლემის მოგვარება ვინმეს შეუძლია?

დიახ, არავის! არ არსებობს ასეთი ადამიანი! ხოლო ვისაც ტიკარაძის, როგორც მინისტრის, არაკომუნიკაბელურობა აწუხებს, კიდევ ერთ კოზირს მოგცემთ მის დასამუნათებლად: დოლზეც არ უკრავს!“, – აღნიშნავს მძინარაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, აგრეთვე, განმარტავს, რომ ის მინისტრს არ იცავს, არამედ, საზოგადო პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

„მინისტრს კი არ ვიცავ, საზოგადო პრობლემაზე ვწერ, რადგან ქართველი, როგორც მოგეხსენებათ, მათრახით ხელში იბადება და ის მათრახი, ყოველთვის სხვისთვის დასარტყმელად რომ აქვს მოღერებული, ხანდახან საკუთარ ზურგზე რომ გადაიჭიროს, იქნებ მართლა გვეშველოს!“, – აღნიშნავს მძინარაშვილი.

 

კომენტარები

2020-11-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

შემდეგი სტატია

“ქართული ოცნება” კოვიდის სიტუაციას მუდმივად იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის

მსგავსი სტატიები

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

28 ნოე 2018
„ივანიშვილის ხრიკებია კონკრეტული წინადადებების გადმოყრა“

„ივანიშვილის ხრიკებია კონკრეტული წინადადებების გადმოყრა“

28 სექ 2017

„საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის, ვერც სხვა ნარკოტიკული საშუალების მწარმოებელი ქვეყანა“

სოსო ელისაშვილი 16 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge