NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მესამე რაუნდის გამართვა ხელისუფლების ადეკვატურობაზეა დამოკიდებული, რადგან მოცლილი არც მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი რაუნდისთვის არ გვჭირდება

მესამე რაუნდის გამართვა ხელისუფლების ადეკვატურობაზეა დამოკიდებული, რადგან მოცლილი არც მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი რაუნდისთვის არ გვჭირდება

23 ნოე 2020 პოლიტიკა 96 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს „ქართული ოცნების“ გუნდის ადეკვატურ ქმედებებსა და კონკრეტულ წინადადებებზეა დამოკიდებული.

როგორც მან აღნიშნა, არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციას სერიოზულ წინადადებას არ შესთავაზებს.

„მესამე რაუნდის გამართვა აბსოლუტურად არის დამოკიდებული ხელისუფლების ადეკვატურობაზე, იმიტომ, რომ ბუნებრივია, მოცლილი არც ჩვენი მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი რაუნისთვის არ გვჭირდება. მთავარია, რომ მოლაპარაკებებს გარკვეული შედეგი მოყვეს. ჩვენი მხრიდან ნათლად არის ნათქვამი, რა არის პირობები – ეს არის ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაც მთავარია, ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები სერიოზული კომპრომისია ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ნამდვილად არალეგიტიმურად არის არჩეული. ახლა ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს კონკრეტული წინადადადება, თან სერიოზული. როცა ხელისუფლება ლაპარაკობდა გადათვლაზე, მან გადათვლის კარები თავადვე ჩაკეტა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმით, რომელიც უკანონოდ და დროზე ადრე მიიღო, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელმაც ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებული სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა.

თუ წინადადებას მოიტანენ, კეთილი ინებონ და ამ წინადადებას სერიოზული სახე ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ რაუნდს აზრი არ ექნება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „უკანონო პარამენტში“ შესვლის სურვილი არავის აქვს.

„ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ძალიან სერიოზული სილა გააწნა ხელისუფლებას მეორე ტურის დღეს, როდესაც ამომრჩეველი უბანზე უბრალოდ არ მივიდა. მოდით მეგობრებო, დათვალოთ, „ქართული ოცნების“ მიერ რამდენი პროცენტი გამოდის აღებული?!“-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი ვარაუდით, ხელისუფლება მაშინ დათმობს, როდესაც საბოლოოდ მიხვდება, რომ ვერავის ყიდულობს.

„როდესაც ხელისულება მიხვდება, რომ ვერავის ყიდულობს და ვერავის გატეხს, იძულებული გახდება, დათმობაზე წამოვიდეს. რაც მალე გააკეთებს ამას, მით უკეთესი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ორჯერ უკვე გაიმართა, თუმცა შეხვედრებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ჯერჯერობით, მხარეები დათმობას არ აპირებენ, ოპოზიცია კი ბოიკოტს აგრძელებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

2020-11-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილი ახლა ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში, მან საბჭოური პარლამენტი გაიფორმა

შემდეგი სტატია

არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ქადაგება: აი, წარმოვიდგინოთ, რომ …

მსგავსი სტატიები

ტყუილებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან – გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

ტყუილებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან – გიორგი მიქაუტაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივნ 2019
დაწყებულია მუშაობა, რომ „სვეტის“ მსგავსად „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს

დაწყებულია მუშაობა, რომ „სვეტის“ მსგავსად „ცენტრ-პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს

ირაკლი შალიკაშვილი 11 სექ 2019
ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს პოლიტიკური რეპრესიებია – ოპოზიცია ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება

ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს პოლიტიკური რეპრესიებია – ოპოზიცია ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

    გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

  • არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

    არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge