NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არ მგონია მმართველ პარტიას ოპოზიციის გარეთ დარჩენით კომფორტი ჰქონდეს – სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი

არ მგონია მმართველ პარტიას ოპოზიციის გარეთ დარჩენით კომფორტი ჰქონდეს – სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი

23 ნოე 2020 პოლიტიკა 85 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებით და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით, ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივი განვითარება დაზარალდა, პროცესს კი გამარჯვებული არ ჰყავს.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წააგებს, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ჭიდილი როგორც არ უნდა დასრულდეს.

„თუ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში პრიზი სახელმწიფოებრივი განვითარებაა, ყველამ წააგო, წააგო ორივე მხარემ და რაც მთავარია, წააგო სახელმწიფომ. თუ პრიზი არის ძალაუფლება, ბუნებრივია, ხელისუფლებამ გაიხანგრძლივა თავისი არსებობა და შესაბამისად, ეს პრიზი მან აიღო, თუმცა, ძალიან სუსტი ლეგიტიმაციით და უფრო მაღალი რისკის ზონაში შევიდა. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ტაქტიკური გამარჯვება, რომლის ფასიც სამომავლოდ მისთვის შეიძლება იმაზე ბევრად უარესი იყოს, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ხელისუფლებისთვის ეს დამახასიათებელია, ისინი ძირითადად ინსტინქტებით აზროვნებენ, გრძელვადიან გეგმებს არ ისახავენ. მათ სისტემური, გრძელვადიანი გეგმები არ აქვთ, მხოლოდ მოკლევადიან, ერთჯერად ამოცანებზე არიან ორიენტირებული. მათ ჰქონდათ ერთჯერადი ამოცანა, რომ ნებისმიერი მეთოდით შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და „ხვალისა ხვალემ იფიქროსო“ ან „ხვალ ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო“, ეს არის სამწუხაროდ მათი პოლიტიკური ფილოსოფია, რაც სახელმწიფოებრივი განვითარების ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.

სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წააგებს, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ჭიდილი. ჩვენი, საზოგადოების ამოცანაა ზარალის მინიმიზაცია მოვახდინოთ. ზარალი რომ უკვე სახეზეა და კიდევ უფრო რომ დამძიმდება, ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ორივე მხარეს აქვს ხისტი პოზიცია და ისინი კონსენსუსის მოსაძებნად მზად არ არიან.

„როდესაც სახელმწიფოში არის მძიმე ვითარება, ვფიქრობ, რომ სჯობს ეს კრიზისი გადავიტანოთ საპარლამენტო კედლებში და იქ განვითარდეს ძირითადი პოლიტიკური ბატალიები. მათ შორის თავისი პიკებით. შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, პიკი გარდაუვალია, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, ამ ლეგიტიმაციით 4 წელი მართვა შეუძლებელია. არ მგონია მმართველ პარტიას ოპოზიციის გარეთ დარჩენით კომფორტი ჰქონდეს. სრულიად ცალსახაა, რომ 90 -კაციანი პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური, იმიტომ, რომ ის სრულფასოვნად ვერ შეასრულებს უფლებამოვალეობას და კრიზისი მაინც იქნება. ხელისუფლება ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა. მათ აშკარაა, რომ უზარმაზარი პრობლემა აქვთ. ისინი ამიტომ ცდილობენ დააპირისპირონ ეს პარტიები ერთმანეთს, ვიღაცა იყიდონ, დააშანტაჟონ, შეაშინონ. ეს მუშაობა მიდის ხელისუფლების მხრიდან, ამას ვხედავთ. სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

2020-11-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოგებული დღეს ხელისუფლებაა, რადგან მას მიზანი მიღწეული აქვს, ხოლო ოპოზიცია სრული მარგინალიზაციისკენ მიდის

შემდეგი სტატია

ლაშა თაბუკაშვილი იუბილარია

მსგავსი სტატიები

“…2008 წლის აგვისტო იყო ერთ-ერთი საომარი მოქმედება, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა”

“…2008 წლის აგვისტო იყო ერთ-ერთი საომარი მოქმედება, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა”

24 აგვ 2018
ჯერ კიდევ არის დრო შეთანხმებისთვის, რომ ყველა დიდ ქალაქში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი დადგეს და 4 ოლქში – „ევროპული საქართველოს“

ჯერ კიდევ არის დრო შეთანხმებისთვის, რომ ყველა დიდ ქალაქში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი დადგეს და 4 ოლქში – „ევროპული საქართველოს“

ირაკლი შალიკაშვილი 29 ივლ 2020
საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

27 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge