თბილისში, კარფურის გლდანის ფილიალში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა. მა, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქალის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებულია 44 წლის, წარსულში ნასამართლევი პირი. შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცმა მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერიც დაარღვია.
მამაკაცი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები