NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალეკო ელისაშვილი: არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი

ალეკო ელისაშვილი: არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი

23 ნოე 2020 პოლიტიკა 143 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში გამართული არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს. უბრალოდ, აქამდე რა კომუნიკაციაც იყო „ქართულ ოცნებასთან“, იმათგან არაფერი იყო და არაფერზე როგორ დავთანხმებოდით? – არა უშავს, „ნიჩურტი“ გვქონდა, ახლა თვალი აგვეხილა და 31 ოქტომბერს კარგი არჩევნები იყო-თქო? არც ახლა არის რაიმე შემოთავაზებული და ამიტომ ველოდებით მესამე რაუნდს. ყველას გვაქვს ხმამაღლა ნათქვამი, ყველაზე რადიკალ ხალხსაც, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომ ველოდებით კომპრომისულ შემოთავაზებას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ფრთა არის, როგორც ჩანს, არანაირი რადიკალიზმი არ ახასიათებთ და პირდაპირ აცხადებენ, რომ კომპრომისი გვინდაო. ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია ჩემი პარტიის და გუნდის სახელით ვილაპარაკო – ვხვდებით, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ახლა პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და გაგრძელება დანაშაულია იმიტომ, რომ ჯანდაცვის სისტემა წალეკილია. მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავედით 1000 ათას ადამიანზე ინფიცირებულების რაოდენობით. ტიკარაძის ხელში ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს, გამქრალია, დანგრეულია და ისეთ რაღაცებს ვისმენთ, ისეთ რაღაცებს ვკითხულობთ, „ფეისბუკი“ რომ არ იყოს, ხალხი დაიხოცებოდა იქ პირდაპირ დებენ ვიდეოებს, „მიშველეთ, ვერ გადამყავს მშობლები, შვილები“, ამას რომ ტელევიზიები არ აშუქებდნენ და ამბავი არ ტყდებოდეს ხალხი ისე დაიხოცებოდა სახლში, კაცი პატრონი არ ეყოლებოდათ. ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ ჯერჯერობით არ ისმის არაფერი. მესამე რაუნდი გვაჩვენებს საერთოდ აზრი აქვს მოლაპარაკებებს, თუ არ აქვს აზრი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა დასძინა, რომ „ცესკოში არიან ადამიანები, რომლებმაც ელემენტარული მიმატება-გამოკლება არ იციან“.

„რას აპროტესტებთ? – რომ გვეკითხებიან, ამას ვაპროტესტებთ. მეორე ტურშიც კი, სადაც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, მაინც აურ-დაურიეს ყველაფერი. ოქმის შევსება არ იციან, ციფრების დაჯამება ცესკოს საიტზე. კიდევ ხალხს აშინებდნენ, ცალკარას რომ თამაშობდნენ იმ არჩევნებში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტის პიკეტირება მოხდეს.

„როგორ შეიკრიბება ეს პარლამენტი ჯერ კიდევ საკითხავია, ასე თუ გაგრძელდა. კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ძაან დიდი მძვინვარება იქნება პარლამენტის გარშემო, თუმცა, არ მინდა მუქარაზე ლაპარაკი. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ველოდები რას გვეტყვიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის არჩევანს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ პარლამენტის შეუფერხებლად მუშაობისთვის ორივე მხრიდან კომპრომისებია საჭირო. განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დარჩენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც პლურალისტურ პარლამენტს უწყობს ხელს. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ.

კომენტარები

ალეკო ელისაშვილი არჩევნები ოპოზიცია 2020-11-23
ნინო ჩხეიძე
Tags ალეკო ელისაშვილი არჩევნები ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით, შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას”

შემდეგი სტატია

თამარ ივერი: რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის

მსგავსი სტატიები

ჩვენთვის ბაღებში კვება პრინციპულად მნიშვნელოვანია – არავის დავიცავთ, არავის დავინდობთ!

ჩვენთვის ბაღებში კვება პრინციპულად მნიშვნელოვანია – არავის დავიცავთ, არავის დავინდობთ!

ირაკლი შალიკაშვილი 11 ოქტ 2019

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

26 ნოე 2018
“საქართველო ასე რატომ ნერვიულობს?”

“საქართველო ასე რატომ ნერვიულობს?”

ნინო ჩხეიძე 24 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

    გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

  • არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

    არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge