NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საინფორმაციო ბრიფინგი

საინფორმაციო ბრიფინგი

22 ნოე 2020 პოლიტიკა 100 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ამომრჩეველთა აქტივობის, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის არსებული საჩივრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74% -ია (443 963ამომრჩეველი). ყველაზე მაღალი აქტივობა  აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, 30-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელშიც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტები, მისული ამომრჩევლების რაოდენობა რეგიონში – 30 162-ია.  ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში (№7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) – 16% (21. 641 ამომრჩეველი)“, – განაცხადა პრეს -სპიკერმა.

მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს, 2016წელს დაფიქსირდა 30.99% (767 907 ამომრჩეველი).

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. 3 საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ ხარვეზებს: რეგისტრატორის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, გადასატანი ყუთის საკითხს და წილისყრის პროცედურების დარღვევას. ბათუმში ფიქსირდება ერთი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე; ისანშიც ასევე ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს. ყველა საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის საჩივრებს და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

„ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, – იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი №138, თბილისი 0131, საქართველო;

ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133

კომენტარები

2020-11-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ გურული: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე …

შემდეგი სტატია

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

მსგავსი სტატიები

კიდევ უფრო ვუფართოვებთ უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს – ბესელია და მისი თანაგუნდელები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ

კიდევ უფრო ვუფართოვებთ უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს – ბესელია და მისი თანაგუნდელები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ

News 18 მარ 2019

ზალკალიანი: ეუთო ძალიან სერიოზულ როლს ასრულებს საქართველოში კონფლიქტებთან მიმართებაში

19 სექ 2017
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

05 თებ 2018

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge