NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი მარგველაშვილი – პარლამენტში არშესვლა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა

გიორგი მარგველაშვილი – პარლამენტში არშესვლა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა

21 ნოე 2020 პოლიტიკა, საინტერესო 718 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, სწორია იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, რომლებიც საკუთარი და ამომრჩეველთა ხმების დასაცავად იბრძვიან.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, პარლამენტში არშესვლა ოპოზიციის ლიდერების ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის სტრატეგიული მიზანი ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„პოლიტიკურად უაღრესად სწორია ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერები იღებენ. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში არშესვლა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან სტრატეგიული მიზანი მდგომარეობს ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. შენ რომ იქ შეხვიდე და ეს თაღლითობა გაუფორმო, აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მომავალში სამართლიანი არჩევნები მოითხოვო. შენ ჩემთან, როგორც ამომრჩეველთან ვერ მოხვალ და ვერ მეტყვი, მომეცი ხმა, რადგან ჩემი ხმა არ დაიცავი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და ძალიან ბევრი გამოწვევაა.

„ვითარებას, რომელშიც ჩვენ ვართ, ერთმნიშვნელოვნად კრიზისი უნდა ვუწოდოთ და მეტიც, ვთქვათ, რომ ეს არის საქართველოსთვის, ჩვენი პრობლემური პოლიტიკური კულტურისთვისაც კი უპრეცედენტო კრიზისი. უპრეცედენტოა განსხვავებულთა ისეთი გაერთიანება, რაც ძალიან ბევრისმთქმელია, როგორც ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებზე, ასევე იმაზე, რამდენად გაზრდილია პოლიტიკური ფასი. (ოპოზიცია) არ შედის თამაშებში, რაღაც კულუარულ გარიგებებში, რომელთა ბედიც ყველამ კარგად ვიცით. ესეც მათ გარკვეულ გაზრდაზე მეტყველებს, რადგან მანამდე ასეთი რაღაცები სხვანაირად ხდებოდა.

რაც შეეხება ჩვენი უცხოელი პარტნიორების დასკვნას, მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო მკაცრი და მწვავე ენით არის ჩამოყალიბებული ის დანაშაულებები, რომელიც ამ არჩევნების დროს მოხდა“, – განაცხადა მარგველშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, რომ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.

მარგელაშვილის ვარაუდით, თუ ვითარება არ დასტაბილურდება, მათი მხრიდან ხელისუფლების მისამართით ზეწოლის დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდება.

„მე ვარ ოპოზიციური ამომრჩეველი და ერთ-ერთი ჯარისკაცი იმ ბრძოლაში, რომელშიც ხსენებული პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები ნათლად გვეუბნებიან მათ ამომრჩევლებს, როგორ იცავენ ხმებს. ისინი დღეს მეუბნებიან, რომ მიზანია ხელახალი არჩევნები. მეუბნებიან, რომ ჩემს ხმას არ დათმობენ. მეუბნებიან, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ და კიდევ ერთი-ისინი მეუბნებიან, რომ ხვალ საარჩევნო უბანზე არ უნდა წავიდე. მე, როგორც ერთი რიგითი ამომრჩეველი ვაფასებ მათ სტრატეგიას, როგორც წარმატებულს და მათ მივანდობ ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. შესაბამისად, მე ვარ ოპოზიციური ამომრჩეველი, არ ვამბობ, რომელ პარტიას მივეცი ხმა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ მიმიცია. ის ლიდერები, რომლებიც იცავენ ჩემს და ასი ათასობით სხვების ხმებს, მე დღეს ნათელ გზავნილებს მიგზავნიან. ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებებში არიან და პრინციპულები იქნებიან, ისინი ამბობენ, რომ პარლამენტში არ შედიან და ხელახალი, სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია პრივატიზებულია ერთი პოლიტიკური ძალის-„ქართული ოცნების“ მიერ“.

კომენტარები

TOP გიორგი მარგველაშვილი პარლამენტი 2020-11-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი მარგველაშვილი პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შემდეგი სტატია

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია”

მსგავსი სტატიები

„ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა“

„ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა“

09 ნოე 2017
მამუკა ბახტაძე იოსებ გოგაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს

მამუკა ბახტაძე იოსებ გოგაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს

22 აგვ 2018

Custom Paper Choices

ნაგულისხმევად საიტისათვის 25 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge