სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„სერბეთის პატრიარქი ირინეოსი რთულ მდგომარეობაშია, უფრო სწორად, მძიმე მდგომარეობაში. მადლობა ღმერთს, ის ცოცხალია და 3-4 საათის წინ გაცილებით უკეთესად იყო, როდესაც ბევრი ამბობდა, რომ ის გარდაიცვალა. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა. მოხდა მისი ინტუბირება. ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. რაიმეს პროგნოზირება ძნელია, უნდა ვილოცოთ“, – ამის შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკეთა.
კომენტარები