NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“”Tanks are rolling out, The Stones rolling in” – ხავერდოვანი რევოლუციის 1 წლის თავზე პრაღაში, როლინგ სტოუნების კონცერტი მოეწყო”

“”Tanks are rolling out, The Stones rolling in” – ხავერდოვანი რევოლუციის 1 წლის თავზე პრაღაში, როლინგ სტოუნების კონცერტი მოეწყო”

19 ნოე 2020 პოლიტიკა 501 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მაია დარჩია სოციალურ ქსელში ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით, იხსენებს:

“დღეს, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლების დღეა კომუნისტური რეჟიმისაგან, ხავერდოვანი რევოლუციის დღე, კიდევაც ვიფიქრე ერთის მხრივ გალაკტიონის დაბადების დღე და მეორეს მხრივ ეს შესანიშნავი თარიღი მეთქი. ორივე იმდენად ძვირფასია ჩემთვის…..ორივე გულით საყვარელი და აი ერთ ამბავს გავიხსენებდი 🙂ხავერდოვანი რევოლუციის 1 წლის თავზე პრაღაში, სტრაჰოვის სტადიონზე ლეგენდარული როლინგ სტოუნების კონცერტი მოეწყო, 17 ნოემბერს, სიმბოლურივით იყო ეს ყველაფერი, თავისუფლების აღმნიშვნელი. ჰაველი მიკ ჯაგერს ადრეც იცნობდა (მიმოწერით). ჩამოვიდნენ როლინგები და მათი პირველი ფრაზა იყო „Tanks are rolling out, The Stones rolling in“, კონცერტის ბილეთები განახევრებულ ფასში იყიდებოდა და მისი შემოსავალი მთლიანად ოლგა ჰავლოვას ,,კეთილი ნების(შეჭირვებაში მყოფი თანამემამულეებისათვის)  ფონდს,, გადაურიცხეს სტოუნებმა . 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა სტადიონზე, კონცერტი წესით 23.00 უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დილის 4 საათამდე იმღერეს სტოუნებმა, დილის 4 საათამდე ზეიმობდა მათთან ერთად ხალხი და თავად ვაცლავ ჰაველიც, ჯინსებსა და ქურთუკში გამოწყობილი, პატარა ბიჭივით აღფრთოვანებული. მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ ესტუმრნენ ჩეხეთსა და პრაღას, მაგრამ ის პირველი კონცერტი, თავისუფლების ის განცდა რაც მაშინ იყო, განუმეორებლად შემოგვრჩა ყველას მეხსიერებაში.”

ცნობისათვის, მშვიდობიანი რევოლუცია ჩეხოსლოვაკიაში 1989 წლის 17 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე განხორციელდა. რევოლუციის შედეგად ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის რეჟიმი დაემხო და ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა დამყარდა.

კომენტარები

მაია დარჩია ჩეხეთი ხავერდოვანი რევოლუცია 2020-11-19
ნინო ჩხეიძე
Tags მაია დარჩია ჩეხეთი ხავერდოვანი რევოლუცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თეგეტა მოტორსი ავტომობილის მძღოლებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად სპეციალურ აქციებს სთავაზობს

შემდეგი სტატია

გიორგი ვაშაძე: თუ კობახიძის განცხადებას შევხედავთ, მგონი, ხისთავიანები არიან

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს „112“-ში შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს „112“-ში შეხვდა

01 იან 2018

„პუტინის ჩასვლა ე.წ. ხელშეკრულებების გასაფორმებლად, არის იმის გამოძახილი, რომ შიგნით მწვავდება ანტირუსული განწყობები“

სოსო ელისაშვილი 09 აგვ 2017
“მათი მიზანია, პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს, მათ ხომ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ”

“მათი მიზანია, პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს, მათ ხომ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ”

ირაკლი შალიკაშვილი 15 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge