NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ გურული: დიდი პოლიტიკისაგან შორსმდგომი ადამიანებისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ დიდი პოლიტიკა …

ზურაბ გურული: დიდი პოლიტიკისაგან შორსმდგომი ადამიანებისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ დიდი პოლიტიკა …

19 ნოე 2020 პოლიტიკა 460 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“მახსოვს, 2007 წელი იყო, რუსეთ-საქართველოს ომი ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანდა, როდესაც „ჩარლი უილსონის ომს“ ვუყურე. იმ ღამეს კარგა ხანი არ დამეძინა. ვფიქრობდი. არ მჯეროდა, მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მხოლოდ ერთი ადამიანის წამოწყებული რომ აღმოჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ ტეხასელი კონგრესმენის, მარტინ ფროსტის ინტერვიუს წავაწყდი სადღაც, – ჰოლივუდმა ჩარლი უილსონის ამბავი კი არ გააზვიადა, პირიქით, ბევრად უფრო ბაც ფერებში დახატაო-.
დიდი პოლიტიკისაგან შორსმდგომი ადამიანებისათვის ძნელი წარმოსადგენია, რომ დიდი პოლიტიკა ხშირად ინდივიდების ხუშტურების მიხედვით კეთდება. დღესაც, თანამედროვე მსოფლიოში, უამრავი დემოკრატიული საკონტროლო მექანიზმის მიუხედავად, მაღალი რანგის პოლიტიკოსთა პირად ამბიციებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც შუასაკუნეებში.
მახსოვს 2012 და მაკკეინის მხარდასაჭერი კომიკური კამპანია თბილისში; არადა, ამერიკულ შიდაპოლიტიკაში ოდნავ გარკვეულებმაც კი კარგად იცოდნენ, რომ მაკკეინის გამარჯვების შანსი პრაქტიკულად ნულოვანი იყო. მერე რა მოხდა, ყველამ კარგად ვიცით… არ შევუდგები პრეზიდენტ ტრამპის პიროვნების გარჩევას. ფაქტია, რომ ამერიკელთა 50 % მისი მხარდამჭერია. რატომ და რისთვის, ეს გრძელი თემაა და ამაზე ბევრი დაიწერება თავის დროზე. ახლა უბრალოდ იმას შეგახსენებთ, რომ ეს წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი უაღრესად სერიოზულად ეპყრობა პირად ურთიერთობებს, მითუმეტეს მოძულეებთან. ამასაც აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ძალიან დაძაბულად ჩაიარა ამერიკულმა არჩევნებმა. პრინციპში, ჯერ ოფიციალურად არც არის დასრულებული. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. თბილისში ჯერ კიდევ ძველი ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ელჩი და დაზვერვის სფეროს მაღალჩინოსნები არიან. თავის ბოლო ვიზიტს აკეთებს სახელმწიფო მდივანი, რომელმაც ჯერ კიდევ გამოფრენამდე მიიღო ალბათ საინფორმაციო-სადაზვერვო დაიჯესტი, თუ როგორ არის განწყობილი ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიმართ ქვეყნის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წამყვანი პარტია, მისი ლიდერები … დანარჩენის მიხვედრა მკითხველის ფანტაზიისათვის მიმინდვია.
– მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ქვეყნის ლიდერები პირადი განწყობების მიხედვით არ მოქმედებენ – შემეკამათებიან მავანნი. უყურეთ „ჩარლი უილსონის ომს“ …
ქართულ ოპოზიციურ სპექტრს დიდი ალბათობით გაუმართლა. ორიოდე თვის შემდეგ ალბათ ახალი ადმინისტრაცია ჩაიბარებს მსოფლიოს მართვის სადავეებს და იქნებ … მანამ კი, კიდევ ერთი რჩევაც. ქართველი პოლიტიკოსი უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არის ანგარიშვალდებული და უნდა გააკეთოს ის, რაც მათ საუკეთესო ინტერესებშია. ამიტომ, მაინცდამაინც ახლა ნუ მოვინდომებთ მავან უცხოელთა „კეთილი რჩევების“ გათვალისწინებას, მითუმეტეს წარმავალთა. მომავლისათვის კი გასათვალისწინებელია ეს გაკვეთილები. მონღოლთა სამეფო კარზე ატეხილი ინტრიგების არასწორად აღქმამ დააკარგვინა სიცოცხლე თავის დროზე დემეტრე თავდადებულს; მაშინ მან მოახერხა ამ ფასად ქვეყნის გადარჩენა. დღეს ისევ სასწორზე დევს საქართველოს ბედი…” – წერს სოციალურ ქსელში მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული.

კომენტარები

არჩევნები ზურაბ გურული 2020-11-19
ნინო ჩხეიძე
Tags არჩევნები ზურაბ გურული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბერლინში ათასობით მოქალაქემ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოსალოდნელი ახალი შეზღუდვები გააპროტესტა

შემდეგი სტატია

“დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად”

მსგავსი სტატიები

ეკონომიკის სამინისტრო – GEM fest-ს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის. 

16 აგვ 2017
26 მაისს, თბილისს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა

26 მაისს, თბილისს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა

06 მაი 2018
გახარია უშიშროების საბჭოს მდივნად – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმრავლესობაში შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს

გახარია უშიშროების საბჭოს მდივნად – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმრავლესობაში შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 01 მაი 2019

უახლესი ამბები

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge