NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ბიძინა კულუმბეგოვი: …ვფიქრობ, იქით კვირაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

ბიძინა კულუმბეგოვი: …ვფიქრობ, იქით კვირაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

19 ნოე 2020 საზოგადოება 711 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალი კვირიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ესწრებოდა, სადაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა.

წამყვანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომავალი კვირიდან ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო მოლებთან დაკავშირებით შეზღუდვების საკითხი განიხილება, კულუმბეგოვმა უპასუხა:

„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ იქით კვირაში შესაძლოა, კიდევ დაგვიძახონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორი პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ, ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

„მე, როგორც ექიმი, მომხრე ვარ, არაესენციალური ობიექტები შეიზღუდოს, არაესენციალურში ძირითადად იგულისხმება ის ობიქეტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული. ალბათ, უნდა შეიზღუდოს, აუცილებელია და ძალიან ბევრი არ უნდა დავაგვიანოთ. ტრანსპორტთან ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ, მასში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ და საერთოდ მის გაჩერებაზე შეიძლება უარი ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ვფიქრობ, იქით კვირაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მართვა ძალიან გართულებულია, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული მედიცინა უმკლავდება იმას, რომ სახლში არავინ იღუპება და ღმერთმა გვაცილოს ამის ერთი პრცედენტიც კი, მე არ ვამბობ უეცარ სიკვდილზე და თრომბოემბოლიურ გართულებაზე, რომელიც ამ ვერაგ ვირუსს ახასიათებს და უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება ეს დაემართოს. აქ ლაპარაკია სუნთქვითი აპარატების რაოდენობა რომ ამოგვეწუროს, როგორც ეს დასაწყისში ნიუ-იორკში და ლომბარდიაში – იტალიაში მოხდა. ვაი-ვაგლახით ამას ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ზღვარი ლიმიტირებულია, ეს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

TOP ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსი შეზღუდვები 2020-11-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსი შეზღუდვები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბრენდა ჩეპმენის ფილმის Come Away პრემიერა მალე გაიმართება (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ლევან რატიანი: დამეთანხმებიან, თუ არა სხვები არ ვიცი, მაგრამ როდესაც რესურსი არ გაგაჩნია უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე

მსგავსი სტატიები

ემიგრანტები იტალიაში გაუჩინარებულ ქართველ გოგონას ეძებენ (ლაივი)

ემიგრანტები იტალიაში გაუჩინარებულ ქართველ გოგონას ეძებენ (ლაივი)

ნინო ჩხეიძე 26 იან 2022
ქართველმა გოგონამ იტალიელების მოწონება დაიმსახურა (ვიდეო)

ქართველმა გოგონამ იტალიელების მოწონება დაიმსახურა (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 15 ივლ 2022
კალაძე: როცა საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს მოსახლეობას

კალაძე: როცა საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს მოსახლეობას

ირაკლი შალიკაშვილი 28 სექ 2022

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge