NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების” პარტიულ დღის წესრიგს

კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების” პარტიულ დღის წესრიგს

17 ნოე 2020 პოლიტიკა 454 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების” პარტიულ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ლელოს” წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო სამთავრობო ერთპარტიული რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს. კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას ეროვნული პლატფორმის ფორმატი.

„უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი უკვე დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს. მაგალითისთვის, ღია სივრცეში პირბადის ტარება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, რომ შემოეღოთ არჩევნებამდე, რადგან ვხედავდით ინფიცირების მზარდ სტატისტიკას, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრომ და საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ვიწროპარტიულია, ეს წესი შემოიღო არჩევნების მეორე დღეს, წინა დღეს არ შემოიღეს, რადგან თვლიდნენ, რომ ამომრჩეველს გააღიზიანებდნენ. რაც შეეხება „ლოქდაუნს“, ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არის გაზრდილი, მაგრამ ვერ ვხედავთ კონკრეტულ გეგმას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კონკრეტული პარამეტრების შემთხვევაში უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. ეს არის დიდი პრობლემა. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, დიდი ხნის წინ გავგზავნე სადეპუტატო შეკითხვა, კოვიდ ფონდთან დაკავშირებით, როგორ ხდება მისი გახარჯვა და პასუხი არ მიმიღია, ანუ გაუგებრობა და გადაწყვეტილებების ერთპარტიულ დღის წესრიგზე დაქვემდებარება არის ყველაზე დიდი პრობლემა,”- განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

2020-11-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლვოს ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური ქრაშ-ტესტი – ახალი ავტომობილის 30მ. სიმაღლიდან ვარდნა

შემდეგი სტატია

საქართველოში კორონავირუსის 3117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – როგორია შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

მსგავსი სტატიები

მედია:  სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა

მედია: სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 03 დეკ 2022
ფრაქციას კანონი არ დაურღვევია – მაჭარაშვილი ბესელიას პასუხობს

ფრაქციას კანონი არ დაურღვევია – მაჭარაშვილი ბესელიას პასუხობს

04 იან 2019
ბერდია სიჭინავა: „ხალხის ძალის“ წერილებს ერთი ავტორი ჰყავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი – თუ რამის თქმა უნდა, ღიად გამოვიდეს და ისაუბროს

ბერდია სიჭინავა: „ხალხის ძალის“ წერილებს ერთი ავტორი ჰყავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი – თუ რამის თქმა უნდა, ღიად გამოვიდეს და ისაუბროს

ნინო ჩხეიძე 17 იან 2023

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge