NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“პოზიცია, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს გააჩნია, არის სწორი, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი რისკები”

“პოზიცია, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს გააჩნია, არის სწორი, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი რისკები”

10 ნოე 2020 პოლიტიკა 419 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოზიცია, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს გააჩნია, არის სწორი, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი რისკები, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ „ამის პარალელურად ორი მონოლოგი დიალოგში უნდა გადავიდეს, რათა ყველამ ერთად კრიზისი გადავლახოთ“.

რაც შეეხება პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს მათი თავის ტკივილია.

„გრიგოლ ვაშაძემ პრაქტიკულად ის პუნქტები გაიმეორა, რომელიც მე კრიზისიდან გამოსვლის საგზაო რუკის სახით „ფეისბუქის“ გვერდზე დავწერე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შეთანხმება სახელმწიფოებრივი რისკების ფონზე ისე, რომ სახე არც ერთმა მხარემ არ დაკარგოს. ის, თუ რა ხდება პარტიაში, არ ვიცი და ეს მათი შიდა სამზარეულოა. საკუთარი პრობლემები თავად უნდა გადაწყვიტონ და თუ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით რაიმე პარტიული დისციპლინა დაირღვა, ეს ცუდია“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გია ხუხაშვილმა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გავრცელა, სადაც აღნიშნავს:

“მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“.

მანამდე სააგენტო “ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.

კომენტარები

არჩევნები გია ხუხაშვილი გრიგოლ ვაშაძე 2020-11-10
ნინო ჩხეიძე
Tags არჩევნები გია ხუხაშვილი გრიგოლ ვაშაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნათია ფანჯიკიძე: სხვას რომ სცემენ და თვალებს თხრიან, უკეთ ხართ?

შემდეგი სტატია

კახა კალაძე ოპოზიციას მიმართავს: მოდით, განვაგრძოთ მუშაობა …

მსგავსი სტატიები

კამათი სესიაზე – პარლამენტი კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე მსჯელობს

კამათი სესიაზე – პარლამენტი კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე მსჯელობს

News 19 მარ 2019
მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შეხვედრის ამსახველი ფოტოები

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შეხვედრის ამსახველი ფოტოები

ნინო ჩხეიძე 18 ნოე 2020
კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

კრიზისი და გამოსავალი – რა გზავნილები ექნება ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრაზე

ირაკლი შალიკაშვილი 01 მარ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge