მიხეილ სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, ოპოზიციის თხოვნა არაფერ შუაში არაა, ოპოზიციური ერთობა ისედაც საკმაოდ მყიფეა, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მის საქართველოში ჩამოსვლას მოითხოვს, ის ოპოზიციურ ერთობას არ დაარღვევს.
ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ოპოზიციამ რომც მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება, ის საქართველოში ვერ ჩამოვა.
„მიხეილ სააკაშვილს ლეგალური დაბრუნების რა უფლება აქვს არ ვიცი. მას სასჯელი აქვს მისჯილი და ეს არავის გაუუქმებია. ოპოზიცია რას გადაწყვეტს სააკაშვილი ჩამოსვლას, მანდ განცხადებების სხვა კონტექსტია.
როგორც ვხედავ, ოპოზიციამ უნდა მიმართოს მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაზე, სააკაშვილი კი თვლის, რომ ეს მიმართვა აქტიური აღიარებაა იმის, რომ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იქნება.
თუ ჩამოსვლა უნდა, უნდა ჩამოვიდეს. ოპოზიციის თხოვნა არაფერ შუაში არ არის. ოპოზიციური ერთობა ისედაც საკმაოდ მყიფეა. ვერ ჩამოვა და ამაშია საქმე. ოპოზიცია არ მოითხოვს მის ჩამოსვლას, ცხადია, გარდა იმ პარტიებისა, ვინც „ძალა ერთობაშია“ მაგრამ, რომც მოითხოვონ, დარწმუნებული ვარ, ვერ ჩამოვა და არც ჩამოვა.
მეორეც, ოპოზიციის ერთობა ასე დიდხანს მაინც არ გაგრძელდება. შესაძლოა, ისინი ყველანი თანახმა იყვნენ და არ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთ აზრზე არიან, განსაკუთრებით სააკაშვილთან მიმართებაში“,-განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ ლაივში განაცხადა რომ არ უნდა საქართველოში დაბრუნებით ოპოზიციის ერთიანობა დაარღვიოს და ვინმემ ჩათვალოს, რომ მის გამო რამე ჩაიშალა „თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ“,-აღნიშნავს ის.
კომენტარები